თურქეთის ლიდერებმა მისალოცი მესიჯები გაავრცელეს

“მთელ ისლამურ სამყაროს ვულოცავთ რამაზან-ბაირამობას“

1422743
თურქეთის ლიდერებმა მისალოცი მესიჯები გაავრცელეს

პრეზიდენტმა რეჯეპ თაიპ ერდოღანმა, დღეს დაწყებული 3 დღიანი რამაზან-ბაირამობა მიულოცა  ისლამური სამყაროს. მან, სოციალურ ქსელ Twitter-ზე გამოაქვეყნა სადღესასწაულო მესიჯი, რომელშიც ნათქვამია: "მთელ ისლამურ სამყაროს და ჩვენს  ერს ვულოცავ ამ ნეტარ ბაირამობას. ვუსურვებ ჩემს უფალს, რომ რამაზანის ბაირამობამ ჯანმრთელობა, კეთილდღეობა, სიკეთე და ბარაქა მოგვიტანოს."

ვიცე-პრეზიდენტმა ფუატ ოქტაიმაც Twitter-ის ანგარიშიდან გაავრცელა მისალოცი მესიჯი. "მთელი გულით და სულით ვულოცავ ყველას რამაზანის დღესასწაულს. წელს სამწუხაროდ სახლებიდან გარეთ ვერ გავდივართ და ვისურვებ, რომ მომავალი წლის რამაზანი, ერთმანეთის ჩახუტებით, უფროსების ხელზე კოცნით და უმცროსების თვალებზე კოცნით ავღნიშნოთ“, ხაზს უსვამს ვიცე-პრეზიდენტი

რელიგიურ საქმეთა თავჯდომარემ ალი ერბაშმა, დედაქალაქის ანკარის აჰმედ ჰამდი აქსეკის სახელობის მეჩეთში, სოციალური დისტანციის წესების გათვალისწინებით შეასრულა რამაზანის სადღესასწაულო ქადაგება. "რამაზან-ბაირამობის დღეები კურთხეულია, რადგან, განსხვავებული ენის, რასის, ფერის, გეოგრაფიის და კულტურის ადამიანები თაყვანს სცემენ და ლოცულობენ მუსლიმანურ რწმენაზე“ აღნიშნავს ერბაში

უცხოეთში მცხოვრებ თურქეთის მოქალაქეებს და უხოეთში მოსწავლე სტუდენტებს რამაზანის დღესასწაული მიულოცათ უცხოეთში მცხოვრები თურქებისა და ნათესაური საზოგადოებების (YTB) ხელმძღვანელმა აბდულა ერენმა და აღნიშნა:  “ჩვენ, არც რამაზანის პერიოდში და არც ეპიდემიის დროს, უპატრონოდ არ მივატოვეთ არც უხოეთში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეები და არც საერთაშორისო სტუდენტები რა, ყველა მათი მოთხოვნები და საჭიროებები დავაკმაყოფილეთ როგორც მატერიალურად, ასევე სულიერადაც“



მსგავსი ინფორმაციები