თურქეთი  ტუნისს სამედიცინო მასალებით დაეხმარა

მევლანა: „უიმედობას  იმედი  შეცვლის.  მზის  ამოსვლა  გაანათებს  სიბნელეს“

1419952
თურქეთი  ტუნისს სამედიცინო მასალებით დაეხმარა

თურქეთი, ახალი ტიპის კორონავირუსთან (კოვიდ-19) ბრძოლის ფარგლებში სამედიცინო მასალებით ტუნისსაც  ეხმარება. თურქეთის მხრიდან,  ახალი ტიპის კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში ტუნისისათვის გაგზავნილი  სამედიცინო მასალით დატვირთული, თურქეთის ავიახაზების (THY) ყველაზე დიდი კარგოს თვითმფრინავი, (B777300) ამ ქვეყანაში  უკვე ჩავიდა. თვითმფრონავს, რომელმაც  სამედიცინო მასალები ჩაიტანა ტუნისში, ამ ქვეყანაში თურქეთის ელჩი, ალი ონანარი და ტუნისის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები დახვდნენ. ტუნისის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა თურქეთს როგორც ამ სფეროში, ასევე ყოველმხრივი მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა. თურქეთის მიერ, ტუნისისათვის გაგზავნილ სამედიცინო საშუალებების ყუთებზე, რომლებშიც სპეციალური დამცავი სამოსი და სადეზინფექციო საშუალებებია მოთავსებული,   მევლანა ჯალალ ად დინ რუმის ცნობილი ფრაზა: „უიმედობას  იმედი  შეცვლის.  მზის  ამოსვლა  გაანათებს  სიბნელეს“.  აწერია.  თურქეთმა მსგავსი ტიპის დახარებები სხვა ქვეყნებსაც გაუწია.



მსგავსი ინფორმაციები