TİKA, მარხვის თვეშიც  არ ივიწყებს პალესტინელებს

სასურსათო დახმარება გაეწევა 40 ათასამდე პალესტინელს

1411048
TİKA, მარხვის თვეშიც  არ ივიწყებს პალესტინელებს

თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო TİKA-მ,  რამაზანის თვის სასურსათო დახმარების პროექტის ფარგლებში, დასავლეთ იორდანიაში მცხოვრებ 3 ათას ოჯახს სურსათის პაკეტები გაუნაწილა. TİKA- ს კოორდინატორმა პალესტინაში აჰმედ რეფიკ ჩეთინკაიამ, თურქულ საინფორმაციო სააგენტო ანადოლუ აჟანსთან (AA) საუბარში ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისრაელის მიერ ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე და აღმოსავლეთ იერუსალიმში, ამ მარხვის თვეში სასურსათო დახმარება მიეწოდება მთლიანობაში 7,500 პალესტინელ ოჯახს, თუმცა, მათი მიზანია 40,000 პალესტინელისათვის სასურსათო დახმარების გაწევა. პალესტინის ფონდების თავჯდომარის მოადგილემ ჯემალ ქასიმმა, გაწეული დახმარებისათვის შეაქო და მადლობა გადაუხადა თურქ ხალხს და მის ხელისუფლებას



მსგავსი ინფორმაციები