იცით თუ არა, რომ? 19/2020

ჰიდირელეზი

1411236
იცით თუ არა, რომ? 19/2020

იცით თუ არა, რომ? 19/2020

ჰიდირელეზი

 

იცით თუ არა, რომ ჰიდირელეზი თურქეთისა და მაკედონიის საერთო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია?

 

ჰიდირელეზი არის სახელი, რომელიც შედგება სახელების ხიდირის და ილიასის ერთობლიობისგან. თურქეთში ჰიდირელეზს ხიზირ-ილიასს, ედერლეზის, კაკავას, ჰაფტამალს, ეღრილიჯეს და მაკედონიაში ჰიდერლეზს, ედირლეზს, ერდელეზის, ჰერდერლეზსაც უწოდებენ. სჯერათ, რომ ხიდირი და ილიასი როგორც მიწისა და წყლის მფარველნი, წელიწადში ერთხელ 6 მაისს ერთმანეთს ხვდებიან და ადამიანებს ეხმარებიან.  6 მაისს ბუნების გამოღვიძების დღედ თვლიან და ამ დღეს გაზაფხულის დღეს აღინიშნავენ. ეს რიტუალები ემყარება სურვილებს, რომ მომდევნო წელს იყოს სიუხვე, ნაყოფიერება, ჯანმრთელობა, მშვიდობა და ბედნიერება.

 

"გაზაფხულის ზეიმი: ჰიდირელეზი" 2017 წელს სამხრეთ კორეაში ჩატარებულ იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის მთავრობათაშორისი კომიტეტის შეხვედრაზე თურქეთის და მაკედონიის პარტნიორობით როგორც მრავალეროვნული დოსიე კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში იქნა რეგისტრირებული.



მსგავსი ინფორმაციები