თურქეთის მიერ გაგზავნილი სამედიცინო მასალები სომალიში ჩაიტანეს

თურქეთის მიერ გაგზავნილი სამედიცინო მასალები სომალიში ჩაიტანეს

1410404
თურქეთის მიერ გაგზავნილი სამედიცინო მასალები სომალიში ჩაიტანეს

თურქეთის მიერ ახალი ტიპის კორონავირუსთან ბრძოლის ფარგელბში გაგზავნილი სამედიცინო მასალების მეორე ჯგუფი სომალიში ჩაიტანეს.

ეროვნული თავდაცვის სამინისტროს Twitter-ით გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მითითებით მომზადებული და კოვიდ-19-თან ბრძოლაში გამოსაყენებელი სამედიცინო მასალების მეორე ჯგუფი სომალიში გაიგზავნა.

ჯანდაცვის სამინისტროს და თურქეთის თანამშრომლობისა და საკოორდინაციო სააგენტოს (TİKA) მიერ მომზადებული მასალებით, როგორიცაა საკაცე, საწოლები და თეთრეული, დატვირთული თვითმფრინავი წუხელ ღამით დედაქალაქ ანაკრის ეთიმესგუთის  სამხედრო აეროპორტიდან აფრიდნა.

სამედიცინო მასალებით დატვირთული თურქეთის საჰაერო ძალების A400M ტიპის სამხედრო სატვირთო თვითმფრინავი დაეშვა ქვეყნის დედაქალაქ მოგადიშიუში.

თურქეთმა, Kovid 19-თან ბრძოლის ფარგლებში მანამდე სამედიცინო დახმარება სომალის გაუგზავნა.


საკვანძო სიტყვები: #დახმარება , #თურქეთი , #სომალი

მსგავსი ინფორმაციები