მაიკ პომპეო და წარმომადგენელთა პალატის წევრები თურქეთს მადლობას უხდიან

მაიკ პომპეო და წარმომადგენელთა პალატის წევრები თურქეთს მადლობას უხდიან

1409625
მაიკ პომპეო და წარმომადგენელთა პალატის წევრები თურქეთს მადლობას უხდიან

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა  მაიკ პომპეომ თურქეთს, ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) წინააღმდეგ ბრძოლისათვის გაწეული დახმარების გამო  მადლობა გადაუხადა. პომპეო სოციალურ ქსელ Twitter-ში გავრცელებულ სამადგლობელო მესიჯში აღნიშნავს: „ნატო-ს მოკავშირე თურქეთისგან მადლიერები ვართ. თურქეთის მხარდაჭერა, მსოფლიოს მრავალ კუთხეში კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ამერიკულ კომპანიებს მნიშვნელოვნად ეხმარება. ამ რთულ პერიოდს ერთად გადავლახავთ და უფრო ძლიერი ვიქნებით, ვიდრე ოდესმე“. მეორეს მხრივ თურქეთის მხრიდან, აშშ-სათვის კოვიდ-19-ის წინააღმდეგ საბრძოლველად გაგზავილი სამედიცინო დახმარების გამო ანკარას, წარმომადგენელთა პალატის წევრებმაც გადაუხადეს მადლობა.

შეგახსენებთ, რომ თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განკარგულებით, ეროვნული თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი A 400M ტიპის  სპეციალური კარგოს ორი თვითმფრინავით ადგილობრივი წარმოების ათასობით სამედიცინო დახმარების მასალა, როგორიცაა N95 პირბადეები,  სპეციალური დამცავი სამოსი და სადეზინფექციო საშუალებები, კოვიდ-19-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლისათვის, ამერიკის შეერთებულ შტატებს გაეგზავნა.



მსგავსი ინფორმაციები