თურქეთმა კოვიდ-19-თან საბრძოლველად საფრანგეთის ორნის რეგიონში სამედიცინო დახმარება გააგზავნა

თურქეთმა კოვიდ-19-თან საბრძოლველად საფრანგეთის ორნის რეგიონში სამედიცინო დახმარება გააგზავნა

1408094
თურქეთმა კოვიდ-19-თან საბრძოლველად საფრანგეთის ორნის რეგიონში სამედიცინო დახმარება გააგზავნა

თურქეთმა ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) ეპიდემიასთან საბრძოლველად საფრანგეთის ორნის რეგიონში სამედიცინო დახმარება გააგზავნა.  

ორნის რეგიონის სენატორმა ნატალი გულემ კოვიდ-19-ის ეპიდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად თურქეთს სამედიცინო მასალებით დახმარება სთხოვა.

გულეს პარიზში თურქეთის საელჩოში ელჩმა ისმაილ ჰაქქი მუსამ თურქეთიდან გაგზავნილი 500 ცალი სამედიცინო კომბინიზონი და და 20 ათასი პირბადე გადასცა.

დახმარებისთვის გულემ თურქეთს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ამ მასალას რეგიონის სამედიცინო პერსონალის თასნობით პოლიციასა და ჟანდარმერიას დაურიგებს.

თურქეთმა დახმარების ხელი ბევრ ქვეყანასთან ერთად ევროპაში ეპიდემიით ყველაზე მეტად დაზარალებულ ესპანეთსა და იტალიასაც გაუწოდა.



მსგავსი ინფორმაციები