პრეზიდენტმა ჩანაქქალეს სახმელეთო ბრძოლების 105 წლისთავთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა

პრეზიდენტმა ჩანაქქალეს სახმელეთო ბრძოლების 105 წლისთავთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა

1405427
პრეზიდენტმა ჩანაქქალეს სახმელეთო ბრძოლების 105 წლისთავთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა

კომუნიკაციების დეპარტამენტიდან გაკეთებული განცხადების თანახმად, პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ჩანაქქალეს სახმელეთო ბრძოლების 105 წლისთავთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

თავის გზავნილში ერდოღანმა ჩანაქქალეს ომის 105 წლისთავთან დაკავშირებით მადლიერებით გაიხსენა იმ ჯარისკაცების გმირობა, რომლებიც იცავდნენ სამშობლოს და დროშას, ერის თავგანწირვა და დასძინა: „ჩვენი ერისთვის, ‘ჩანაქქალეს სულისკვეთება’ ნიშნავს ყველაზე რთულ პირობებშიც კი მობილიზაციით ოკუპაციის მცდელობის წინააღმდეგ დგომას, ბრძოლას დამოუკიდებლობისთვის, წარმატების მიღწევის დაჯერებას, ერთიანობით და სოლიდარობით მიზნისაკენ სვლს... მთელი ჩვენი ისტორიის განმავლობაში ჩვენი მიზანი ყოველთვის იყო ჩვენი დამოუკიდებლობის შენარჩუნება და მშვიდობის დამყარება. მიუხედავად ყველა სირთულისა და პრობლემისა, ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ ეს ბრძოლა მანამ, სანამ ომს, ტერორს, ძალადობას არ ჩავანაცვლებთ მშვიდობით და ადამიანური ღირებულებებით. ჩვენ, ჩანაქქალეს ბრძოლის 105 წლისთავთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მსოფლიოს მშვიდობისკენ. ჩვენ ვმუშაობთ ახალი ომების თავიდან ასაცილებლად და მშვიდობის დასამყარებლად და ველით, რომ მომავალი თაობები ყველა შემთხვევაში დაიცავენ ჩანაქქალეს გზავნილებს.“

პრეზიდენტმა ერდოღანმა, გაზი მუსტაფა ქემალ ათათურქის თაოსნობით პატივისცემით გაიხსენა ჩანაქქალეს ომის ყველა გმირი.



მსგავსი ინფორმაციები