დღეს რამაზანის თვე დაიწყო

მსოფლიოს მასშტაბით მუსლიმები დღეს ახალი ტიპის კორონავირუსის შეზღუდვების ქვეშ პირველ მარხვას იცავენ

1404536
დღეს რამაზანის თვე დაიწყო

დღეს რამაზანის თვე დაიწყო.

მსოფლიოს მასშტაბით მუსლიმები დღეს ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) შეზღუდვების ქვეშ პირველ მარხვას იცავენ.

უმეტეს ქვეყნებში, რამაზანის თვე იფთარისთვის ოჯახური თავშეყრის, მასობრივი ლოცვის მსგავსი აკრძალვებით ჩაივლის.

თურქეთის ჩათვლით აზიის და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების უმრავლესობაში გამოცხადდა, რომ მეჩეთებში მრევლთან ერთად ლოცვა არ ჩატარდება და იფთარის შეკრებების მსგავს ღონისძიებებზე ფართო მასშტაბის აკრძალევბი დაწესდა.

ინდონეზიაში, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე მეტი მუსლიმური მოსახლეობა ჰყავს, სასულიერო პირები მორწმუნეებს მოუწოდეს სახლში დარჩნენ.

საუდის არაბეთში მუსლიმებისთვის წმინდა ქალაქებში მექაში და მედინაში შესვლა და გასვლვა კოვიდ-19-ის გამო შეჩერებულია. ქააბაში არ ტარდება მასობრივი ლოცვები და უმრე დროებით შეჩერებულია.

ბანგლადეშში, ხელისუფლებამ მიიღო ზომები მეჩეთში მიმავალ ადამიანთა რაოდენობის შესამცირებლად.

რამაზანის თვე, რომელიც 2020 წლის 24 აპრილს დაიწყო, 2020 წლის 23 მაისს დასრულდება.


საკვანძო სიტყვები: #რამაზანი , #იფთარი , #მარხვა

მსგავსი ინფორმაციები