YTB-მ „ონლაინ მედია აკადემიის“ პროგრამა დაიწყო

აპლიკაციის შეტანა www.ytb.gov.tr-დან 17 აპრილამდის იქნება შესაძლებელი

1397146
YTB-მ „ონლაინ მედია აკადემიის“ პროგრამა დაიწყო

საზღვარგარეთ მცხოვრები თურქების და მონათესავე ერების სამმართველომ (YTB),  უცხოეთში მცხოვრები ჟურნალისტის კანდიდატების მხარდასაჭერად „YTB-ს ონლაინ მედია აკადემიის“ პროგრამა დაიწყო YTB-დან გავრცელებული წერილობითი განცხადების მიხედვით, ახალი ტიპის კორონავირუსისგან (კოვიდ-19) თავდაცვის მიზნით „დარჩით სახლში იყავით განათლებული“ ლოზუნგით ინტერნეტის საშუალებით დაწყებული ტრენინგები გრძელდება. აღნიშნული პროგრამა, 19-23 აპრილს შორის გაგრძელდება. განაცხადის მოთხოვნებს შორისაა, რომ კანდიდატები ცხოვრობენ გერმანიაში, შეერთებულ შტატებში, ავსტრიაში, ავსტრალიაში, ბელგიაში, ინგლისში, დანიაში, ფინეთში, საფრანგეთში, ნიდერლანდებში, შვედეთში, შვეიცარიაში, კანადაში, ნორვეგიასა და იტალიაში. აპლიკაციის შეტანა www.ytb.gov.tr-დან 17 აპრილამდის იქნება შესაძლებელი.



მსგავსი ინფორმაციები