გუტიერესმა სულიერ ლიდერებს მოუწოდა
გუტიერესმა სულიერ ლიდერებს მოუწოდა

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერესმა სულიერ ლიდერებს მოუწოდა, შეუერთდნენ ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) წინააღმდეგ ბრძოლას.
გაეროს გენერალური მდივნის პრესსპიკერის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, ანტონიო გუტიერესმა ქრისტიანებს აღდგომის, ებრაელებს პასექის დღესასწაული და მუსლიმებს მოახლოებული რამაზანის თვე მიულოცა და დასძინა: „დღეს მინდა განსაკუთრებულად მოგიწოდოთ.“
მისი თქმით, რელიგიური დღესასწაულები საზოგადოების, ოჯახების შეკრების განსაკუთრებული დღეებია „თუმცა ამჯერად ძალიან უცანური, არარეალური განსხვავებული დრო გვიდგას, ქუჩებში სიჩუმე, მაღაზიები დახურული და სალოცავები ცარიელია.“
გუტიერესმა ამ წმინდა დღეებში მოუწოდა ილოცონ ვირუსის წინააღმდეგ მებრძოლი ჯანდაცვის მუშაკების, დაუცველი ლტოლვილების და საზოგადოების სხვა ჯგუფებისთვის და დაამატა: „თანამშრომლობით, სოლიდარობით და რწმენით ჩვენ შეგვიძლია ერთად დავამარცხოთ ეს ვირუსი.”