ერდოღანმა ფესახის დღესასწაულთან დაკავშირებით მისალოცი მესიჯი გაავრცელა

ერდოღანმა ფესახის დღესასწაულთან დაკავშირებით მისალოცი მესიჯი გაავრცელა

1394553
ერდოღანმა ფესახის დღესასწაულთან დაკავშირებით მისალოცი მესიჯი გაავრცელა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ფესახის (ებრაული სამარიული დღესასწაული) დღესასწაულთან დაკავშირებით მისალოცი მესიჯი გაავრცელა. პრეზიდენტის აპარატის კომუნიკაციების დეპარტამენტიდან გავრცელებული განცხადების მიხედვით პრეზიდენტ ერდოღანმა მისალოც მესიჯში აღნიშნა: „ფესახის დღესასწაული საზოგადოებაში ურთიერთპატივისცემის  და მშვიდობის საფუძველია. ჩვენს ქვეყანაში საუკუნეების განმავლობაში ებრაული წარმომავლობის ხალხთან ერთად ვცხვოვრობთ.   ვულოცავ ამ დღესასწაულს მათ და ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ. ყველას მოგეხსენებათ, როგორც მსოფლიოს ყველა კუთხეში ჩვენი ქვეყანაც კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაშია ჩართული და ამ თვალსაზრისით მთავრობა ყველა საჭირო ნაბიჯებს დგამს.  სოლიდარობის კამპანიას სახელწოდებით „ჩვენ ერთმანეთისთვის საკმარისი ვიქნებით“,  ებრაული წარმომავლობის მოქალაქეებისგან მნიშვნელოვანი თანადგომისათვის მადლობას ვუხდი მათ“.



მსგავსი ინფორმაციები