წლევანდელი ჰაჯობის პერიოდი გაურკვეველია

იგი დამოკიდებული გახდა ვირუსის გავრცელება-შედეგებზე

1388885
წლევანდელი ჰაჯობის პერიოდი გაურკვეველია

საუდის არაბეთმა, ჰაჯობის (პილიგრამობის) საკითხში მომლოცველებს მოუწოდა, დაელოდონ ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) მოსალოდნელ შედეგებს. ჰაჯობისა და უმრეს მინისტრმა მუჰამედ სალიჰ ბინ თაჰირ ბენტენმა ალ-იჰბარიეს ტელეარხთან საუბარში ამ საკითხთან დაკავშირებით განაცხადა: ”საუდის არაბეთმა მუსლიმებს სთხოვა, ჰაჯობის თაობაზე ხელშეკრულებების დასადებად დაელოდონ კოვიდ-19-ის საბოლოო შედეგებს.” მისივე თქმით, საუდის არაბეთი მიხედავს იმ 1200 უცხოელ მოქალაქეს, რომლებიც უმრეზე ჩამოვიდნენ, მაგრამ, თავიანთ სამშობლოებში დაბრუნება ვერ შესძლეს და ამ საკითხში აქტიური კონტაქტები აქვთ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროსთან. “ამჟამად ისინი თავიანთ სასტუმროებში კარანტინაზე არიან აყვანილნი და მათი მდგომარეობა ნორმალურია“, განახადა მინისტრმა, თუმცა მას არავითარი ინფორმაცია არ უთქვია, თუ რომელი ქვეყნის მოქალაქეებს წარმოადგენენ უმრეზე დარჩენილები. მისივე განცხადებით იმ უცხოელ მომლოცველებს კი, რომლებმაც ვიზები აიღეს, მაგრამ, კორონავირუსის ეპიდემიის გამო ვერ შესძლეს საუდის არაბეთში ჩამოსვლა, ხარჯები უკლებლივ დაუბრუნდათ



მსგავსი ინფორმაციები