თურქეთი კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში აზერბაიჯანსაც ეხმარება

თურქეთი კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში აზერბაიჯანსაც ეხმარება

1384880
თურქეთი კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში აზერბაიჯანსაც ეხმარება

აზერბაიჯანის ჯანდაცვის მინისტრმა ოქტაი შირელიევმა განაცხადა, რომ ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) გამოსავლენი სწრაფი ტესტი, თურქეთის დახმარებით მოიპოვეს. ოქტაი შირელიევმა ქვეყნის საზოგადოებრივ მაუწყებლობასთან ინტერვიუს დროს, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხში გატარებული ზომების შესახებ ისაუბრა. მისივე თქმით, მიღებული ზომების შედეგად კორონავირუსის სწრაფ გავრცელებას წინ აღუდგენ. ჯანდაცვის მინისტრის ცნობით, აზერბაიჯანში ამ დროისათის კორონავირუსის 87 დადასტურებული შემთხვევაა, ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო დაინფიცირებულთაგან 3 უკვე გამოჯანმრთელდა. მან ბოლოს, თურქეთს კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხში  მხარდაჭერისათვის მადლობაც გადაუხადა და აღნიშნა, რომ თურქეთის მეშვეობით ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) გამოსავლენი სწრაფი ტესტი,  ბაქოში ჩაიტანეს, რომელიც მათთვის ძალზედ მნიშვნელოვანი გახლდათ.



მსგავსი ინფორმაციები