ერდოღანმა სარვამარტო მისალოცი მესიჯი გაავრცელა

ერდოღანმა სარვამარტო მისალოცი მესიჯი გაავრცელა

1374040
ერდოღანმა სარვამარტო მისალოცი მესიჯი გაავრცელა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ  ერდოღანმა 8 მარტის, მსოფლიო ქალთა საერთაშორისიო დღესთან დაკავშირებით მისალოცი მესიჯი გაავრცელა. „ჩვენი ცხოვრების პირველ მასწავლებლებს, ჩვენი მომავლის ჩამოყალიბებაში თავგანწირვით, ძალისხმევით და სიყვარულით  დიდი როლის შემსრულებელ ქალებს,  მსოფლიო ქალთა საერთაშორისიო დღეს ვულოცავ. ძალზე მნიშვნელოვანია  ქალებისთვის, რომ თავიანთი სიტყვა თქვან  ყველა სფეროში, დაწყებული განათლებიდან ბიზნეს ცხოვრებამდე,  პოლიტიკამდე, გამოხატონ თავიანთი პრობლემები, უხელმძღვანელონ მათ გამოსავალს და  წამყვანი როლი შეასრულონ ყველა სფეროში. ქალს ოჯახის და საზოგადოების შექმნაში ძალიან დიდი როლი აკისრია. ამ პროცესებში  განათლებული, თვითდაჯერებული და მამაცი ქალები ჩვენი უდიდესი გარანტიაა. საზოგადოების ყველა სეგმენტის მოვალეობაა, თავიდან აიცილოს დისკრიმინაცია. ამ თვალსაზრისით ძალადობის მსხვერპლად ქცეულ მსოფლიო ქალბატონებს თანაგრძნობას ვუცხადებ. კიდევ ერთხელ გილოცავთ 8 მარტს, მსოფლიო ქალთა საერთაშორისიო დღეს“, ნათქვამია პრეზიდენტ ერდოღანის მისალოც მესიჯში.



მსგავსი ინფორმაციები