ემინე ერდოღანმა პაკისტანელი ახალგაზრდები უმაღლესი განათლებისთვის თურქეთში მიიწვია

ემინე ერდოღანმა პაკისტანელი ახალგაზრდები უმაღლესი განათლებისთვის თურქეთში მიიწვია

1360008
ემინე ერდოღანმა პაკისტანელი ახალგაზრდები უმაღლესი განათლებისთვის თურქეთში მიიწვია

პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მეუღლე, ემინე ერდოღანმა პაკისტანელი ახალგაზრდები უმაღლესი განათლებისთვის თურქეთში მიიწვია. პრეზიდენტ ედროღანის პაკისტანში ვიზიტის დროს დელეგაციაში მყოფმა ემინე ერდოღანმა, ისლამაბადში, ფაისალ მარიფის სკოლას ეწვია. აქ სიტყვით გამოსულმა ემინე ერდოღანმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ორივ ქვეყნის ხალხები  საერთო კულტურის და სულიერების აუზიდან საზრდოობენ. მან, ბოლო დროს თურქეთში საუნივერსიტეტო სფეროში მიღწეულ წარმატებებზეც ისაუბრა და დასძინა, რომ 2023 წლის მიზნებს შორის 200 ათასი უცხოელი სტუდენტის მასპინძლობაც გახლავთ. ემინე ედოღანმა  აქ სიტყვით გამოსვლისას, პაკისტანელი ახალგაზრდები უმაღლესი განათლებისათვის თურქეთში მიიწვია და პირობა მისცა, რომ ისინი თურქეთში საკუთარ თავს როგორც მეორე სამშობლო, ისე იგრძნობენ. ემინე ერდოღანთან ერთად, ფაისალ მარიფის სკოლაში საგარეო საქმეთა მინისტრის, ეროვნული თავდაცვის მინისტრის და   ტრანსპორტის და ინფრასტრუქტურის მინისტრების მეუღლეებიც ახლდა. შეგახსენებთ, რომ პაკისტანში სხვადასხვა ქალაქებში, თურქეთის მაარიფის ფონდის სკოლებში მთლიანობაში 12 ათას 500 მოსწავლე სწავლობს.



მსგავსი ინფორმაციები