ბოლო 141 წლის ყველაზე ცხელი იანვრის თვე, 2020 წლის იანვარი ყოფილა

იანვარში საშუალო ტემპერატურამ 1,14 გრადუსით მოიმატა

ბოლო 141 წლის ყველაზე ცხელი იანვრის თვე, 2020 წლის იანვარი ყოფილა

დადგინდა, რომ ბოლო 141 წლის ყველაზე ცხელი თვე 2020 წლის იანვარი ყოფილა. ეროვნული ოკეანისა და ატმოსფერული სამმართველოს (NOAA) მხრიდან გავრცელებული ანგარიშის მიხედვით, ბოლო 141 წლის განმავლობაში დაცული კლიმატური ჩანაწერების თანახმად, მიწის და ზღვის ზედაპირის საშუალო ტემპერატურა, რომელიც  მე-20 საუკუნეში საშუალოდ 12 სანტიგრადი იყო, მარტო მიმდინარე წლის იანვარში 1,14 გრადუსით გადაამეტა და საერთოდ, დედამიწა უფროდაუფრო თბილი ხდება. მიმდინარე წლის იანვარში მსოფლიოში ყველაზე მაღალი ტემპერატურის მატება დაფიქსირებულ იქნა რუსეთის აღმოსავლეთ რეგიონებში, სკანდინავიასა და კანადაში, რომლებშიც გასულ თვეში ტემპერატურა საშუალოდ 5 გრადუსზე მეტი იყო. ამავე მონაცემებით, ჰაერის საერთო ტემპერატურის აწევის გამო, მყინვარები ანტარქტიდის ზღვაში 9,8 პროცენტით, ხოლო არქტიკის ზღვაში კი 5,3%-ით შემცირდა.



მსგავსი ინფორმაციები