ჩინეთიდან ერთი სასიხარულო ინფორმაცია გავრცელდა

კორონავირუსით დაავადებულ ქალს ჯანმრთელი ბავშვი შეეძინა

ჩინეთიდან ერთი სასიხარულო ინფორმაცია გავრცელდა

ამ დროს ჩინეთიდან ერთი სასიხარულო ინფორმაცია გავრცელდა და მისი მიხედვით, ჩინეთის შაანის პროვინციაში, ორსულ ქალს, რომელიც ახალი ტიპის კორონავირუსით არის დაავადებული, ჯანმრთელი გოგონა შეეძინა. ჩინური საინფორმაციო სააგენტო შინჰუას მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 33 წლის ქალმა, რომელიც ორსულობის 37-ე კვირაში იყო, გუშინ, ქალაქ შიანში მოქმედ  გიატონგის უნივერსიტეტის საავადმყოფოში საკეისრო განაკვეთით ჯანმრთელი გოგონა შვა და დედისაც და ბავშვის მდგომარეობაც ნორმალურია. პირველი ანალიზების მიხედვით ახალდაბადებულს კორონავირუსი არ დაუფიქსირდა, იწონის 2730 გრამს და  იგი ახალშობილთა საკარანტინო ცენტრში იმყოფება რა, რამდენიმე დღეში მას ახალი ტესტები ჩაუტარდება.



მსგავსი ინფორმაციები