ბანგლადეშელები დიდ პატივს სცემენ ერდოღანს

მისი სახელი დაარქვეს სამ ტყუპს

1344705
ბანგლადეშელები დიდ პატივს სცემენ ერდოღანს

 

ბანგლადეშში, თურქეთის საველე საავადმყოფოში დაბადებულ სამ ტყუპს, თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ თაიპ ერდოღანის სახელი, რეჯეპი, თაიპი და ერდოღანი შეარქვეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელ ტვიტტერის საშუალებით იტყობინება თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტი AFAD–ი და ხაზს უსვამს, რომ თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ბანგლადეშში გახსნილ საველე საავადმყოფოში თურქეთის პრეზიდენტის სახელი შეარქვეს დღეს დილით დაბადებულ სამ ტყუპს. ”დღეს დაბადებულ ბავშვებს ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებთ. დღეს ჩვენს საავადმყოფოში მთლიანობაში 150 ბავშვი დაიბადა და სამი ტყუპის მშობლებმა, დაბადებულ ბიჭებს, თურქეთის პრეზიდენტის სახელი შეარქვეს“, ხაზგასმულია AFAD–ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში



მსგავსი ინფორმაციები