ანკარა სამ სკოლას გახსნის გერმანიაში

ამის თაობაზე მოლაპარაკებები გრძელდება

ანკარა სამ სკოლას გახსნის გერმანიაში

 

თურქეთი, გერმანიაში სამი სკოლის გახსნას გეგმავს. როგორც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის პრეს-სპიკერმა რაინერ ბროულმა განუცხადა ჟურნალისტებს, მათი სამინისტრო, პროვინციებისა და განათლების სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად მოლაპარაკებებს აწარმოებს თურქეთის მთავრობასთან, რათა შეთანხმებას მიაღწიონ განათლების სფეროში თანამშრომლობის საკითხში. მისივე თქმით, თურქეთში სამი გერმანული სკოლა მოქმედებს და ნაცვალგების ფარგლებში მომზადებული გეგმით, თურქეთიც სამ სკოლას გახსნის გერმანიაში. ბრეულის თქმითვე, თურქული სკოლების გახსნა იგეგმება დედაქალაქ ბერლინში, ფრანკფურტში და კიოლნში რა, ეს სკოლები ორ ქვეყანას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ გაიხსნება, თუმცა მას, რაიმე კონკრეტული თარიღი არ უხსენებია



მსგავსი ინფორმაციები