მაიკლ დუგლასი და ზეტა ჯონსი სტამბოლში იმყოფებიან

მათი დასვენება სტამბოლში 8 იანვარს დასრულდება

1336445
მაიკლ დუგლასი და ზეტა ჯონსი სტამბოლში იმყოფებიან

 

აკადემიის პრემიისა და ოქროს გლობუსის ჯილდოს მფლობელი ამერიკელი მსახიობი და პროდიუსერი მაიკლ დუგლასი, შვილებთან ერთად სტამბოლში მდებარე “Kapalı Çarşı“-ს, ე.ი. დახურულ დიდ ბაზარს ესტუმრა. ისინი სტამბოლში ჩამოვიდნენ მაიკლის მეუღლის, BAFTA-სა და აკადემიის პრემიის მფლობელი მსახიობის, ქეთრინ ზეტა ჯონსისთან ქორწინების მე-20 წლის იუბილეს აღსანიშნავად. ცნობილი წყვილების ზამთრის არდადეგები 4 იანვარს, სტამბოლის ბალათას უბნის გაცნობით დაიწყო, შემდეგ მათ აია-სოფიის მუზეუმი და კუზღუნჩუკის სინაგოგა დაათვალიერეს, ამასთან, კატერით იმოგზაურეს ბოსფორის სრუტეში. მსოფლიოში ცნობილი ჰოლივუდის ვარსკვლავი ცოლ-ქმრის, მაიკლ დუგლასისა და ეკატერინე ზეტა ჯონსის ვიზიტი სტამბოლში 8 იანვარს დასრულდება.



მსგავსი ინფორმაციები