კაირო და ბუხარა 2020 წლისთვის ისლამური სამყაროს კულტურის დედაქალაქად გამოცხადდა

კაირო და ბუხარა 2020 წლისთვის ისლამური სამყაროს კულტურის დედაქალაქად გამოცხადდა

1325683
კაირო და ბუხარა 2020 წლისთვის ისლამური სამყაროს კულტურის დედაქალაქად გამოცხადდა

ეგვიპტის დედაქალაქი  კაირო და უზბეკეთის დედაქალაქი ბუხარა 2020 წლისთვის, ისლამური სამყაროს დედაქალაქად გამოცხადდა. ტუნისის 2019 წლის ისლამური სამყაროს კულტურის დედაქალაქად ყოფნის დახურვის ცერემონიალზე,  ისლამური განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ (ISESCO),  2020 წლის ისლამური სამყაროს კულტურის დედაქალაქად, ეგვიპტის დედაქალაქი  კაირო და უზბეკეთის დედაქალაქი ბუხარა დაასახელა. ისლამური განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცის გენერალურმა  დირექტორმა,   სალიმ ბინ მუჰამედ ალ-მალიქიმ პროგრამაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, რომ ამ  პროგრამით ისლამურ ქვეყნებს შორის კულტურული თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავენ მიზნად. ხსენებულ პროგრამაზე ასევე სიტყვით გამოვიდა ტუნისის კულტურის მინისტრი მუჰამედ ზეინელაბიდინიც, რომელმაც ისლამური სამყაროს კულტურული პოლიტიკის გაფართოებაზე და თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე  გაამახვილა ყურადღება.



მსგავსი ინფორმაციები