წითელი ნახევარმთვარე აგრძელებს ჰუმანურ დახმარებებს

მან მორიგი დახმარება გაუგზავნა ჩრდილოეთ სირიელებს

1322662
წითელი ნახევარმთვარე აგრძელებს ჰუმანურ დახმარებებს

 

როგორც განაცხადა თურქეთის წითელი ნახევარმთვარის თავმჯდომარის მოადგილემ ჰაქქი თურუნჯმა, მათმა საზოგადოებამ მორიგი ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა სირიის ჩრდილოეთში, თურქი ჯარების მიერ “მშვიდობის წყაროს“ სახელწოდების ანტიტერორისტული ოპერაციების ფარგლებში განთავისუფლებულ ბაბის, ჩობანბეილის და აზეზის რეგიონებში და საკვებ პროდუქტებთან და წყალთან ერთად, მასში თბილი საზამთრო ტანსაცმელებიც არის და პირველადი მოხმარების ნივთ-საგნებიც. მისივე თქმით, ისინი ასევე ახორციელებენ სამუშაოებს, რათა ადამიანების საცხოვრებელი ადგილები გამყარდეს, ამარაგებენ მათ ასევე ჰიგიენის მასალებითაც და ბავშვების განათლებისათვის საჭირო საკანცელარიო აუცილებლობებითაც, რის საფუძველზე რეგიონში ცხოვრების დონე ყოველდღიურად იზრდება. “ახლა ზამთარი დადგა და ჩვენ ამ რეგიონის მცხოვრებლებს მომავარაგებთ ადიალებით და ქვანახშირითაც რა, შევუმსუბუქებთ ზამთრის გადატანას“, აღნიშნა თურუნჯმა



მსგავსი ინფორმაციები