7 დეკემბერი ისტორიაში

7 დეკემბერი ისტორიაში

1319168
7 დეკემბერი ისტორიაში

 

გთავაზობთ ამ დღის გამორჩეულ მოვლენებს

 

1941 წლის 7 დეკემბერს, იაპონიამ შეუტია აშშ-ის  პერლ-ჰარბორის საზღვაო ბაზას, რის შედეგადაც ჩაძირულ იქნა 19 საბრძოლო ხომალდი, განადგურდა 200 ბომბდამშენი და გამანადგურებელი, დაიღუპა 2 ათასი 400 ადამიანი. ამ თავდასხმის კვალდაკვალ აშშ-მა ომი გამოუცხადა იაპონიას და გერმანიას

.......

1956 წლის 7 დეკემბერს, 67 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი თურქი მწერალი, რეშათ ნური გუნთექინი

.........
1973 წლის 7 დეკემბერს ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის  წევრმა შვიდმა ქვეყანამ, საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდდეში ისლამური განვითარების ბანკი დაარსეს, რომელიც ფინანსურ დახმარებას უწევს განუვითარებელ ისლამურ ქვეყნებს

.......

1983 წლის 7 დეკემბერს, მადრიდის აეროპორტში ერთმანეთს დაეჯახა ორი სამგზავრო თვითმფრინავი, რის შედეგადაც დაიღუპა 93 ადამიანი

........
1988 წლის 7 დეკემბერ, სომხეთში 7.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რასაც 25 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 150 ათასი ადამიანი დაშავდა, ხოლო 400 ათასი კი უსახლკაროდ დარჩა

.....
2017 წლის 7 დეკემბერს, 65-წლიანი პაუზის შემდეგ, თურქეთიდან საბერძნეთში, პრეზიდენტის დონეზე პირველი ოფიციალური ვიზიტი განახორციელა ერდოღანმა

 

 



მსგავსი ინფორმაციები