TRT World Citizen-ის რიგით მე-2 დაჯილდოების ცერემონია სტამბოლში გაიმართა

თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობის სოციალური პასუხისმგებლობის ინიციატივის TRT World Citizen-ის რიგით მე-2 დაჯილდოების ცერემონია სტამბოლში გაიმართა

TRT World Citizen-ის რიგით მე-2 დაჯილდოების ცერემონია სტამბოლში გაიმართა
trt world citizen.jpg
trt world citizen.jpg
trt world citizen.jpg
trt world citizen.jpg
trt world citizen.jpg

თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობის (TRT) სოციალური პასუხისმგებლობის ინიციატივის TRT World Citizen-ის რიგით მე-2 დაჯილდოების ცერემონია სტამბოლში გაიმართა.  

იუსუფ ისლამმა, რომელმაც თავისი ჰუმანიტარული საქმიანობით მსოფლიო შთააგონა, მიიღო ყველაზე პრესტიჟული ჯილდო განსაკუთრებული წვლილისთვის და იგი მას პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მეუღლემ ემინე ერდოღანმა გადასცა.

ემინე ერდოღანმა, ცერემონიაზე თავის გამოსვლაში განაცხადა, რომ თურქეთს ყველაზე გულუხვ ქვეყანად აფასებენ მსოფლიოში.

TRT-ს მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ და გენერალურმა დირექტორმა იბრაჰიმ ერენმა განაცხადა, რომ მათი სურვილია წვლილი შეიტანონ გლობალური ჰუმანიტარული პრობლემების გადაწყვეტაში და ხაზი გაუსვა TRT- ს ადგილს მედიაში.

„დღევანდელი მსოფლიო წესრიგის წინააღმდეგ ყოველდღიურად უფრო ხმამაღლა ამბობენ "მსოფლიო ხუთზე დიდია". თურქეთი ამ დიდი ცვლილების ცენტრში არსებული ქვეყნაა; იგი არის ახალი სამართლიანი სამყაროს პიონერი. TRT კი როგორც თურქეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი, ახალი ენის და მედიის შექმნაში არა "ალტერნატიული" არამედ "დამფუძნებელი", "წინამორბედი" და "მიმართულები მიმცემი" მედია ორგანიზაციაა.“-აღნიშნა იბრაჰიმ ერენმა.

ცერემონიაზე 6 ჯილდო გადაიცა.

ჯილდო „ომის ქალი“ მიიღო ალეპოში მცხოვრებმა ფატემა ალაბადმა, რომელმა სოციალურ ქსელში თავის ქალიშვილთან ერთად გავრცელებული გზავნილებით მსოფლიოს ომი გააგებინა.

აღმზრდელის ჯილდო გადაეცა ჰავა ადემ მუჰამედს, კომუნიკატორის ჯილდო აჰმედ აბუ რეტაიმას და ახალგაზრდული ჯილდო კი რეიჰან ჯამალოვას.

წლის მსოფლიო მოქალაქე აჰმედ აზიზ ვაჰაბზადე გახდა.

ჯილდო მას იბრაჰიმ ერენმა გადასცა.

წელს TRT World Citizen- ის ყველაზე პრესტიჟული ჯილდო განსაკუთრებული წვლილისთვის, "მშვიდობის მატარებლის" სახელწოდების პროექტის გამო გადაეცა ხელოვანსა და აქტივისტს კეტ სტივენს, რომელმაც ისლამის მიღების შემდეგ იუსუფ ისლამი დაირქვა. მას ჯილდო ემინე ერდოღანმა გადასცა.


საკვანძო სიტყვები: TRT World Citizen , ტრტ , trt

მსგავსი ინფორმაციები