კუთხე-კუნჭული“ 30/2019

კუთხე-კუნჭული“ 30/2019

1303030
კუთხე-კუნჭული“ 30/2019

„კუთხე-კუნჭული“ 30/2019

ჰაჯეთთეპეს უნივერსიტეტის დოქტორანტი მარიამ გაფრინდაშვილი

 

საქართველოში, აჭარის რეგიონის სოფლებში ქორწილების წინა დღეს ადგილობრივი მოსახლეობა ამზადებს ტრადიციულ ტკბილეულს, რომელსაც მაჯუნს ეძახიან. მათი თქმით, ეს ტკბილეული იმით გამოირჩევა, რომ საკმაოდ დიდი რაოდენობის ინგრედიენტს შეიცავს და ყველა მექორწილე ვინც მას დააგემოვნებს, განუსაზღვრელი ენერგიის მომატებას იგრძნობს. უცნაური ისაა, რომ ქობულეთის სოფელ კოხში მაჯუნის ტკბილეულის დამზადებას პირადად დავესწარი და ტკბილეულის წარმოშობის შესახებ ინფორმაციას არავინ ფლობდა. საქმე იმაშია, რომ მაჯუნის ეტიმოლოგია არაქართული, არამედ ოსმალური წარმოშობისაა, ისევე როგორც თავად ტკბილეული.

ცნობილია, რომ ოსმალეთის ფადიშაჰის იავუზ სულთან სელიმის ცოლი და სულთან სულეიმანის დედა აიშე ჰაფზა დაავადებულა და იმ დროის ექიმბაშს მერქეზ ეფენდის მისთვის ორმოცდაერთი სანელებლისგან დამზადებული მესირ მაჯუნი მოუმზადებია და ავადმყოფიც გამოჯანმრთელებულა.
 

მაჯუნის დამზადების ტრადიცია ქალაქმა მანისამ აიღო თავის თავზე და რაიონული ხელმძღვანელობაცხელს უწყობს, რომ მანისურმა მაჯუნმა, როგორც გამაჯანსაღებელმა ტკბილეულმა მსოფლიო ბაზარზე დაიდოს ბინა. მანისაში არსებობს პატარა ქარხნული დაწესებულება, სადაც თხუთმეტი ქალბატონი ხელით ამზადებს უკვე ისტორიულ მემკვიდრეობად ქცეულ ტკბილეულს. მაჯუნის შემცველი ინგრედიენტების მრავალი ჩამონათვლიდან რამდენიმეს დაგისახელებთ, ესენია: დამლა საქიზი ანუ იგივე  ნაძვის კევი, კამა, მდოგვის მარცვალი, ქოქოსი, კვლიავი, შავი პილპილი,ზაფრანა, მიხაკი, მეიანის თაფლი, ფორთოხლის ქერქი, შაქარი, დარიჩინი, ჯანჯაფილი, დარიჩინის ყვავილი, ლიმონის მარილი, ინდური ყვავილი და კიდევ ბევრი სასარგებლო მცენარე თუ მცენარის თესლი.

ჩამოთვლილ მასალას ერთად ხარშავენ მანამ, სანამ ის არ მიაღწევს მყარ კონდიციას. ყოველ წლიურად ასოციათას ტონა მაჯუნს ამზადებენ. მაჯუნს მიირთმევენ ჩაისთან ერთად, ჩაიში შაქრის ნაცვლად ადნობენ, ან კიდევ კევის სახით ღეჭავენ.

ეს ტრადიციული ტკბილეული ადამიანს ეხმარება გაციების დაძლევაში, მეძუძურე დედებს კი რძის მომატებაში. იმის გამო, რომ მაჯუნს უფრო მეტად გაციებასთან ბრძოლაში იყენებენ, მისი მოხმარება ზამთარში მატულობს. გარდა თურქეთისა და საქართველოსი, მაჯუნის ერთ-ერთი მსგავსი სახეობა ირანშიცაა გავრცელებული. იქ მას ნებათს უწოდებენ.

თურქეთში, მესირის ფესტივალზე, რომელიც ყოველი წლის 21 მარტს ნოვრუზობის საგაზაფხულო დღესასწაულზე ტარდება, მაჯუნის მომზადება ოსმალური ჭიდაობის სანახაობის ჩვენებასთან ერთად ცნობილი ტრადიციაა. ამიტომაც მას მესირის მაჯუნის სახელითაც მოიხსენიებენ.


საკვანძო სიტყვები: #მაჯუნი , #კუთხე-კუნჭული

მსგავსი ინფორმაციები