ხვალ წმ. მუჰამედ შუამავლის დაბადების დღეა

წმ. მუჰამედ შუამავალი ჰიჯ. 571 წელს  რები-ულ ევველის თვის 12-ე ღამეს    მექაში მოევლინა სამყაროს

ხვალ წმ. მუჰამედ შუამავლის დაბადების დღეა

ხვალ, მუსულმანური სამყარო წმ. მუჰამედ შუამავლის დაბადების დღეს აღნიშნავს. შუამავალ მუჰამედის დაბადების  თარიღთან დაკავშირებით როგორც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ასევე, თურქეთის მასშტაბით მეჩეთებში სხვადასხვა სარიტუალო ლოცვები ტარდება.  წმ. მუჰამედ შუამავლის დაბადების დღესთან დაკავშირებით,  თურქეთის რელიგიურ საქმეთა სამმართველოს ხელმძღვანელმა ალი ერბაშმა მესიჯი გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „წმ. მუჰამედი კაცობრიობისთვის მოვლენილი ბოლო შუამავალია. მისი  მოვლენის შემდეგ,  მანამდის არსებულ ყველა უზნეობას, უსამართლობას,  ცუდ საქციელს და ყოველგვარ ბოროტებას ბოლო მოეღო. ამ თვალსაზრისით მთელ მუსლიმანებს და ისლამურ სამყაროს ვულოცავ ამ დღეს და  ღმერთ შევთხოვ, რომ ამ დღის მადლით  მშვიდობამ და კეთილდღეობამ დაისადგუროს.“  წმ. მუჰამედ შუამავალი ჰიჯ. 571 წელს  რები-ულ ევველის თვის 12-ე ღამეს    მექაში მოევლინა სამყაროს.



მსგავსი ინფორმაციები