ალთუნი: 'ტერორისტი ლიდერის ჩვენი მოკავშირეების მხრიდან აღიარება საზიანოა ურთიერთობებისთვის'

ალთუნი: 'ტერორისტი ლიდერის ჩვენი მოკავშირეების მხრიდან აღიარება საზიანოა ურთიერთობებისთვის'

1296509
ალთუნი: 'ტერორისტი ლიდერის ჩვენი მოკავშირეების მხრიდან აღიარება საზიანოა ურთიერთობებისთვის'

პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ფაჰრეთინ ალთუნმა Twitter-ით, ამერიკის შეერთებული შტატებში სეპარატისტული ტერორგანიზაცია YPG/PKK-ს ლიდერებთან გასამართ შეხვედრებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და აღნიშნა: „კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ტერორისტი ლიდერის ჩვენი მოკავშირეების მიერ აღიარება ჩვენი ურთიერთობებისათვის საზიანო იქნება... ეს ვითარება ეროვნული და საერთაშორისო სამართლის დარღვევასთან ერთად სტრატეგიული პარტნიორობისა და მოკავშირეობის სულისკვეთებას ეწინააღმდეგება. ჩვენი რეგიონის მიმართ წინდაუხედავი პოლიტიკა ხანგრძლივ პრობლემებს შექმნის, მთელი რეგიონის დესტაბილიზაციას გამოიწვევს და საერთაშორისო უსაფრთხოების წინააღმდეგ რისკებს გაზრდის. ამერიკის ორგანოებმა, ტერორის ლიდერებს არა მხოლოდ ვიზა არ უნდა მისცენ, ამავდროულად მოკავშირეებთან ერთად მათი მართლმსაჯულებისათვის გადასაცემად უნდა ითანამშრომლონ.“



მსგავსი ინფორმაციები