თურქული სამზარეულო 41/2019

„ზეითუნის ზეთიანი ვაზის ფოთლის ტოლმა“

1294881
თურქული სამზარეულო 41/2019

„ზეითუნის ზეთიანი ვაზის ფოთლის ტოლმა“

მოგესალმებით. შემოგთავაზებთ „ზეითუნის ზეთიანი ვაზის ფოთლის ტოლმის“ რეცეპტს. ამ კერძს ახლო აღმოსავლეთისა და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის თითქმის ყველა ქვეყანაში ამზადებენ.  მისი მიღება ასევე შეუძლიათ ვეგანებსა და ვეგეტარიანელებსაც, რადგანაც მასში რაიმე სახის ცხოველური ინგრედიენტი არ გამოიყენება.

„ზეითუნის ზეთიანი ვაზის ფოთლის ტომის“ მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

300 გრამი დამარილებული ვაზის ფოთოლი

1 ცალი ლიმონი

4 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი

1 წყლის ჭიქა ცხელი წყალი

შიგთავსისთვის

½ წყლის ჭიქა ზეითუნის ზეთი

3 ცალი წვრილად დაჭრილი ხახვი

1,5 წყლის ჭიქა ბრინჯი

1 წყლის ჭიქა ცხელი წყალი

1 სუფრის კოვზი ფიჭვის თხილი

1 სუფრის კოვზი მოცხარის ჩირი

1 ჩაის კოვზი მარილი

1 ჩაის კოვზი შავი პილპილი

1 ჩაის კოვზი პიტნა

1 ჩაის კოვზი ბაჰარი

½ ჩაის კოვზი დარიჩინი

ახლა კი გადავიდეთ მომზადების წესზე. თავდაპირველად დამარილებული ვაზის ფოთლები ღრმა თასში იმისათვის რომ მარილი მოშორდეს, 10 წუთი ცხელ წყალში გააჩერეთ. მარილგაცლილი ფოთლები ცხელი წყლიდან ამოიღეთ და ცივ წყალში გაავლეთ და გაწურეთ.

შიგთავსის მოსამზადებლად ½ წყლის ჭიქა ზეითუნის ზეთი ქვაბში ჩაასხით და მასში ხახვი და ფიჭვის თხილი მოთუშეთ. ბრინჯი კარგად გარეცხეთ. ხახვი რომ მოიხრაკება მასში ბრინჯი ჩაამატეთ და მოურიეთ. შემდეგ რიგრიგობით მოცხარის ჩირი, პიტნა, მარილი და შავი პილპილი ჩაამატეთ და კარგად მოურიეთ. ერთი ჭიქა ცხელი წყალი დაამატეთ და მანამდე დატოვეთ დაბალ ცეცხლზე სანამდე წყალი არ ამოშრება. დაელოდეთ ბრინჯის გაგრილებას. შემდეგ დარიჩინი და ბაჰარი დაამატეთ და გააციეთ.

ახლა კი ფოთლებში ტოლმა შეახვიეთ. ფოთლები სწორ ზედაპირზე ისე დაალაგეთ, რომ ძარღვიანი ზედაპირი ზემოდან მოექცეს. ყუნწები მოაცალეთ ისე რომ ფოთლები არ დაზიანდეს. ფოთლის შუაგულში ნახევარი სუფრის კოვზი შიგთავსი მოათავსეთ.  ფოთლის გვერდითა ნაპირები შუა მხრისკენ გადაკეცეთ და რულონის ფორმის გადაახვიეთ. ასე მოამზადეთ ყველა ფოთოლი. ქვაბის ძირზე რამდენიმე ფოთოლი დააფინეთ. მომზადებული ტოლმები ქვაბში გვერდიგვერდ ჩააწყვეთ. ლიმონი თხლად და მრგვლად დაჭერით და ტოლმას ზემოდან მოაწყვეთ. იმისთვის რომ ხარშვის დროს ფოთლები არ გაიხსნას, ტოლმას სიმძიმე დაადეთ.  1,5 წყლის ჭიქა ცხელი წყალი, 2 სურის კოვზი ზეითუნის ზეთი დაასხით და ტოლმა დაბალ ცეცხლზე 35 წუთი ხარშეთ.  სუფრასთან შეგიძლიათ თბილი ან ცივი მიიტანოთ. შეგერგოთ.

                           



მსგავსი ინფორმაციები