ასპენდოსის ანტიკური თეატრი

ასპენდოსის ანტიკური თეატრი

1278909
ასპენდოსის ანტიკური თეატრი

იცით თუ არა რომ,  ანტალიაში მდებარე  ასპენდოსის ანტიკური თეატრი მსოფლიოში საუკეთესოდ შემონახული ანტიკვარული თეატრია?

ძვ.წ. II საუკუნეში აშენებული  ასპენდოსის ანტიკური თეატრი საუკუნეების მანძილზე სხვადასხვა მიზნებისთვის გამოიყენებოდა. თქმულების მიხედვით არქიტექტორი, ზენონი თეატრს, საყვარელი გოგოს მამისთვის თავის მოწონების მიზნით ააშენებს. ამავე თქმულების მიხედვით, შესანიშნავი  აკუსტიკის  არქიტექტურით მოხიბლული ‘მამა’ ზენონს ქალიშვილთან ქორწინების ნებას დართავს და ქორწილსაც, ასპენდოსის ანტიკურ თეატრში გადაუხდის. თეატრის ზედა ნაწილზე მაყურებლისთვის  21, ხოლო ქვედა ნაწილზე 20 დასაჯდომი რიგია. თეატრს ასევე გააჩნია იმპერატორის და მისი ოჯახის წევრებისთვის განკუთვნილი  ლოჯა. სელჩუკების დროს თეატრი საცხოვრებლად გამოიყენებოდა. სულთან ალაედდინ ქეიქუბათმა  თეატრის ერთი ნაწილი კოშკად გადააკეთებინა. დღეისათვის კი  ანტიკურ თეატრში „ასპენდოსის ოპერისა და ბალეტის საერთაშორისო ფესტივალი“  და სხვადასხვა საერთაშორის მასშტაბის კონცერტები იმართება.



მსგავსი ინფორმაციები