თურქეთი, პაკისტანი და მალაიზია ისლამოფობიის  გამოწვევების წინააღმდეგ ერთობლივ ტელევიზიას ქმნიან

თურქეთი, პაკისტანი და მალაიზია ისლამოფობიის  გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით ერთობლივ ტელევიზიას ქმნიან

1277011
თურქეთი, პაკისტანი და მალაიზია ისლამოფობიის  გამოწვევების წინააღმდეგ  ერთობლივ ტელევიზიას ქმნიან
Imran_Mmahtir_Erdogan.jpg
islamofobi

პაკისტანის პრემიერმინისტრმა  იმრან ხანმა განაცხადა, რომ თურქეთი, პაკისტანი და მალაიზია ისლამოფობიის  გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით ერთობლივ ინგლისურენოვან  ტელევიზიას ქმნიან. თურქეთის პრეზიდენტმა,  რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, მალაიზიის პრემიერ-მინისტრმა  მაჰათჰირ მუჰამედმა და პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა იმრან ხანმა ნიუ-იორკში გაერო-ს 74-ე გენერალური ასამბლეის ფარგლებში სამმხრივი შეხვედრა გამართეს. შეხვედრასთან დაკავშირებით პაკისტანის პრემიერმა სოციალური ქსელის მეშვეობით განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია: „პრეზიდენტ ერდოღანმა, პრემიერ მუჰამედმა და მე დღეს გამართულ შეხვედრაზე სამი ქვეყნის მიერ ერთობლივად,  ისლამოფობიის  გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით ინგლისურენოვანი  ტელევიზიას შექმნის გადაწყვეტილება მივიღეთ. ჩვენ ამ არხის მეშვეობით, ისლამის რელიგიის მიმართ დეზინფორმაციებს ვუპასუხებთ და სიმართლეს გავაცნობთ მსოფლიოს. ჩვენ ამ არხით  ასევე ადამიანების მუსლიმების მიმართ არასწორ აღქმასაც ვუპასუხებთ. ნამდვილი ისლამის კაცობრიობისთვის გასაცნობად, სპეციალური ფილმები და სერიალებიც იქნება გაშუქებული ამ არხზე.“



მსგავსი ინფორმაციები