პიკასოს გამოფენა იზმირში ხვალ იხსნება

მასზე მხატვრის 83 ნამუშევარი იქნება წარმოდგენილი

1271754
პიკასოს გამოფენა იზმირში ხვალ იხსნება

 

მსოფლიოში ცნობილი ესპანელი მხატვრის, პაბლო პიკასოს ნამუშევრები, ხვალ წარედგინება იზმირელ ხელოვნების მოყვარულებს. ეს გამოფენა იმართება ხმელთაშუა ზღვის სანაპირო ქვეყნების ფარგლებში მიმდინარე, "პიკასო-ხმელთაშუაზღვა პროექტი"-ს თურქეთის ტურის ჩარჩოებში და ამ გამოფენას იზმირის ARKAS-ის სახელწოდების  ხელოვნების ცენტრი უმასპინძლებს რა, მასზე წარმოდგენილ იქნება პიკასოს მრავალი მნიშვნელოვანი ნახატი, კოსტუმები, ესკიზი, ქანდაკებები და ფოტოები, ასევე მისი ცხოვრების ამსახველი დოკუმენტები და სხვა მატერიალური მტკიცებულებები. გამოფენაზე სულ 83 ნამუშევარი იქნება წარმოდგენილი პარიზის პიკასოს მუზეუმიდან, ასევე ფონდ ჯულიო გონსალესიდან, ოპერა გარნიერიდან და Kontaxopoulos-Prokopchuk-ის ბრიუსელის კოლექციიდან. გარდა ამისა, ასევე წარმოდგენილი იქნება უხვი ფოტომასალაც, რომლებიც ადასტურებენ მხატვრის მჭიდრო კავშირებს მსოფლიოს მრავალ ხელოვანთან, მწერალთან, პოეტთან,  მუსიკოსთან და ა.შ.  იზმირის არკას ხელოვნების ცენტრში ეს გამოფენა გაგრძელდება 2020 წლის 5 იანვრამდე



მსგავსი ინფორმაციები