როგორი კუთხით უნდა შეხედონ ოსმალეთს?

აქტუალური თემის ანალიზი 37/2019

1268100
როგორი კუთხით უნდა შეხედონ ოსმალეთს?

აქტუალური თემის ანალიზი 37/2019

როგორი კუთხით უნდა შეხედონ ოსმალეთს?

ქუდრეთ ბულბული

ანკარის ილდირიმ ბეიაზეთის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის პროფესორი

არის ისეთი საკითხები, რომლის მოსაგვარებლადაც არ არის საკმარისი იყო მართალი. ერთ-ერთი ასეთი საკითხია ოსმალეთის მიერ დანატოვარი მემკვიდრეობა. მუდმივად კამათის საკითხია ის, თუ როგორი კუთხით უნდა შეხედონ ოსმალეთს. ბოლოს, ლიბანის სახელმწიფოს მეთაურმა მიშელ აუნმა ლიბანის დაარსების 100 წლისთავზე განაცხადა, რომ დამოუკიდებლობა ფრანგების მხარდაჭერით მოიპოვეს და ოსმალეთის სახელმწიფო ტერორის გატარებაში დაადანაშაულა. ამგვარი ბრალდებები დასავლურ ლიტერატურასა და ზოგიერთი არაბული ქვეყნის სასკოლო წიგნებში დროდადრო გვხვდება.

სახელმწიფო, რომელიც არსებობდა 600 წლის განმავლობაში, მისი პრაქტიკა, უდავოდ მრავალი კუთხით შეიძლება გაკრიტიკდეს. მაგრამ ოკუპაცია, რომელიც მარტივად შეიძლება განხცორციელდეს იმპერიალისტური ქვეყნებისთვის, სხვადასხვა იდენტობებისა და კულტურების შევიწროების ბრალდება ოსმალეთისათვის ღია ცილისწამება იქნება. თურქეთში გარკვეული წრეები პირიქით, ოსმალეთის სახელმწიფოს ასიმილაციის პოლიტიკის არ გატარების გამო აკრიტიკებს. მათი აზრით, ასეთი პოლიტიკა რომ გაეტარებინა, ოსმალეთის მიერ მართულ ტერიტორიებზე დღეს უფრო მეტი თურქი და მუსლიმი იქნებოდა. იმის გათვალისწინებით, რომ ბრიტანეთისა და საფრანგეთის მიერ მართული საზოგადოებები დღეს უფრო მეტად ჰგავს ამ ქვეყნებს, ეს პრეტენზიები უსაფუძვლო არ არის. მაგრამ ახლავე უნდა აღინიშნოს, რომ ოსმალეთის მიერ ასეთი პოლიტიკის არ გატარება ერთ-ერთი ელემენტია, რომელიც მას იმპერიალისტური ქვეყნებისგან განასხვავებს.

Pax Ottomana -ოსმალური მშვიდობა

ტერიტორიები, სადაც ოსმალეთი საუკუნეების განმავლობაში მეფობდა, დღეს თითქოს სისხლის ტბას ჰგავს. ბალკანეთს, ახლო აღმოსავლეთს და აფრიკას იგი საუკუნეების განმავლობაში მართავდა მშვიდობიანად, პლურალიზმით, სხვადასხვა რელიგიების და კულტურების ისეთი პატივისცემით, რომელიც დღესაც კი ვერ იქნა მიღწეული. ამ ვითარების კონკრეტული გამოხატულებაა ის, რომ ოსმალეთის მმართველობის დროს ოსმალეთის ტერიტორიაზე ყველა მცხოვრებმა შესძლო ეცხოვრა საკუთარი ენებით, კულტურით, რელიგიით და ოსმალების გამოსვლის შემდეგაც შესძლეს განსხვავებულობების შენარჩუნება. ოსმალური ტოლერანტობა ლიტერატურაში Pax Ottomana - ოსმალური მშვიდობად მოიხსენიება. ოსმალეთის მიერ უზრუნველყოფილი პლურალიზმის ღირებულება უფრო კარგად იქნება დაფასებული თუ მას ამერიკის ”აღმოჩენის“ შემდეგ ამერიკელი ინდიელების მიმართ მოპყრობას, ადგილობრივების რელიგიების, ენის, კუტურის განადგურებას; ინგლისის მიერ ინდოეთის სუბკონტინენტზე მხოლოდ 150 წლის მანძილზე დარჩენის მიუხედავად აქ დაარსებული ქვეყნების ოფიციალურად ენად ინგლისურის გამოცხადებას შევადარებთ.

თუ, როგორც ამბობენ, დასავლეთის ბევრი იმპერიალისტური ქვეყნის მსგავსად რომ ემოქმედა ოსმალეთს და რეპრესიული პოლიტიკა გაერტარებინა, ძალიან რთული იქნებოდა ლიბანის პრეზიდენტს რქმეოდა სახელი „მიშელ აუნი“ და დარჩენილიყო ქრისტიანი. მასავით ლიბანელი და ქრისტიანი, მრავალი ღირებული ნაწარმოების ავტორი, ამინ მაალოფის შემდეგი სიტყვები შეიძლება იყოს პასუხი მისი ქვეყნის პრეზიდენტის განცხადებაზე:

“არცერთი რელიგია არ არის დაცული შეუწყნარებლობისგან. თუ ამ ორი „კონკურენტი“ რელიგიის ბალანსი გაკეთდება, ისლამი სულაც არ გამოჩნდება ცუდი. ჩემი წინაპრები მუსლიმური ჯარების მიერ დაპყრობილ ქვეყანაში მყოფი ქრისტიანების მაგიერ ქრისტიანების მიერ დაპყრობილ ქვეყანაში მუსლიმები რომ ყოფილიყვნენ, არ ვფიქრობ რომ მათ სარწმუნოება შეენარჩუნებინათ და 14 საუკუნე სოფლებსა და ქალაქებში ცხოვრება გაეგრძელებინათ. მართლაც, რა მოუვიდათ ესპანეთში მცხოვრებ მუსლიმებს? ან სიცილიაში მცხოვრებ მუსლიმებს? განადგურდნენ, ამოხოცეს ისე რომ ერთი ადამიანიც კი არ დარჩა, ან გადაასახლეს და იძულებით გააქრისტიანეს.“

ებრაელი პროფესორი ბოლო დროის პოპულარული მწერალი იუვალ ნოა ჰარარი გაზეთ „ჰურიეთი“-სთვის მიცემულ ინტერვიუში Pax Ottomana-ს ოსმალური მშვიდობას, ტოლერანტობას ნათლად წარმოაჩნეს:

შუა საუკუნეების ევროპაში ტოლერანტობის ნასახიც კი არ არსებობდა... 1600-ში პარიზში ყველა კათოლიკე იყო. თუ პროტესტანტი ქალაქში შევიდოდა მას მოკლავდნენ. ლონდონში ყველა პროტესტანტი იყო თუ ქალაქში კათოლიკე შევიდოდა მას მოკლავდნენ. იმ წლებში ევროპაში ებრაელებს ასახლებდნენ...  არავის უნდოდა მუსლიმები... მაშინ როდესაც, იმავე პერიოდში სტამბოლში სხვადასხვა მიმდინარეობის მუსლიმები, კათოლიკეები, სომხები, მართლმადიდებლები, ბერძნები, ბულგარელები გვერდიგვერდ ბედნიერად ცხოვრობდნენ.

ისტორიისინსტრუმენტალიზაციაანოსმალეთისტერიტორიისდაშლისგაგრძელება.

ოსმალეთის მიმართ ბრალდებებზე ზემოთ მოყვანილი სახის ან ბევრი სხვა პასუხის გაცემაა შესაძლებელი. მაგრამ საკითხი ეს არ არის.  საკითხი იმპერიალიზმის „დაყავი და იბატონეს“ სტრატეგიაა. ისლამი რომელიც საუკუნეების მანძილზე დაყოფის აღკვეთასა და მშვიდობის უზრუნველყოფაში ყველაზე მნიშვნელოვანი ფასეულობა იყო, დღეს იმავე ფორმით სამაგალითო ფასეულობად იქნება თუ არა მიღებული. ოსმალეთის დანაწევრების შემდეგ ოსმალეთის ტერიტორიაზე არსებული ქვეყნების (ბალკანეთი, ახლო აღმოსავლეთი, აფრიკა) დანაწევრების გაგრძელება სურთ. მიკრო დონეზე შექმნილი ეთნიკური, რელიგიური, კულტურული, ეროვნული ახალი იდენტობებით ამ ტერიტორიებს ისევ ანაწევრებენ. ამ ტერიტორიებზე არსებული კონფლიქტების, ახალი საზღვრების დადგენის ოპერაციების არსი ეს არის. ამ კონტექსტში, მისი მიზანია ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია იმპერიალისტური ზრახვების შესაბამისად. ამ შემთხვევაში  არ არსებობს საპასუხო ნაბიჯი იმაზე, რომ ვთქვათ ისტორია ისტორიკოსებს მივანდოთ და ნუ მოვახდენთ მის ინსტრუმენტალიზაციას. წარმოგიდგენიათ რომ იმპერიალისტურმა მიზნებმა, რომლებიც ყველაფრის ინსტრუმენტალიზაციას ახდენენ, უარი თქვან ისტორიის ინსტრუმენად გამოყენებაზე?

მაშინ რა უნდა გაკეთდეს?

ამის გამო ოსმალეთის მიერ დატოვებული მემკვიდრეობის შეფასება წარსულში დარჩენილი ან წარსულის შეფასება არ არის, აწმყოს და მომავლის თაობაზე პოზიციის დაჭერაა. შეუძლებელია ითქვას, რომ ოსმალეთისა და რესპუბლიკის პერიოდის ინტელექტუალების, პოლიტიკოსების მნიშვნელოვანი ნაწილის დასავლეთიზაციის ვირუსის გამო ამ საკითხში გამოცდა კარგად ჩააბარეს. დასავლეთიზაციის საკუთარი საზოგადოებისგან, ტრადიციებისგან, ფასეულობებისგან მოწყვეტილი ინტელექტუალები და პოლიტიკოსები, დასავლეთში შექმნილი ოსმალეთის დანაწევრების იდეების მონაწილეები გახდნენ. დღეს ოსმალეთის ტერიტორიაზე არსებული სხვა სახელმწიფოების დასავლეთიზაციის გაფილტრული ინტელექტუალების და პოლიტიკოსების ოსმალეთისა და საკუთარი საზოგადოებების მიმართ მიდგომა ამ ვითარებისგან განსხვავებული სულაც არ არის.

ბალკანეთში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში არსებული დღევანდელი ვითარება წარსულისგან ძალიან განსხვავებული სულაც არ არის.  ეს ქვეყნები უფრო მეტად დანაწევრების საფრთხის წინაშე არიან.  საკუთარი საზოგადოებისგან, ისტორიისგან, ტრადიციებისგან მოწყვეტილი ინტელექტუალები და პოლიტიკოსები თავიანთ ქვეყნებს უფრო მეტი დანაწევრებისკენ წაიყვანენ. ამიტომ აუცილებელია იმპერიალისტური მიზნების გაცნობიერებით წარსულსა და აწმყოს მის საზოგადოებასთან და რეგიონთან ერთად უფრო მშვიდი ფორმით შევხედოთ. მეცნიერები, ინტელექტუალები, თემთა ლიდერები, პოლიტიკოსები, ყველა რეგიონის  საღად მოაზროვნე ადამიანები საერთო პოზიციით ისტორიის ინსტრუმენტალიზაციის, რეგიონის უფრო მეტად დანაწევრებას წინააღმდეგ უნდა გამოვიდნენ. 



მსგავსი ინფორმაციები