ასპენდოსის ოპერისა და ბალეტის საერთაშორისო ფესტივალი გრძელდება

ასპენდოსის ოპერისა და ბალეტის საერთაშორისო ფესტივალი

1266119
ასპენდოსის ოპერისა და ბალეტის საერთაშორისო ფესტივალი გრძელდება

რიგით 26-ე ანტალიის ასპენდოსის ოპერისა და ბალეტის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, რომელიც წელს პირველიდან 18 სექტემბრამდე გაიმართება, წარმოდგენები და მნიშვნელოვანი ხელოვანების კონცერტები გრძელდება.

ასპენდოსის თეატრის სცენაზე პირველად გამოვიდნენ ბალეტის 300 წლის ტრადიციის მქონე ვენის სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის გაერთიანება.  

მათ წარმოადგინეს ჩაიკოვსკის მიერ 1875 წელში შექმნილი კლასიკური ბალეტის უკვდავი ქმნილება „გედების ტბა“ და მან მაყურებელთა დიდი მოწონება დაიმსახურა.

ანტიკური თეატრი მთლიანად იყო გადავსებული და მაყურებელთა შორის ბევრი იყო უცხოელი ტურისტიც.



მსგავსი ინფორმაციები