29 აგვისტო ისტორიაში

29 აგვისტო ისტორიაში

1259986
29 აგვისტო ისტორიაში

 

გთავაზობთ ამ დღის გამორჩეულ მოვლენებს.

1526 წლის 29 აგვისტოს, ოსმანეთის სულთანმა სულეიმან კანონიერმა, მოჰაჩის ბრძოლაში უნგრეთის არმია დაამარცხა.  ამ ომში დაიღუპა უნგრეთის მეფე ლაიოშ მეორე.

1756 წლის 29 აგვისტოს, პრუსიის მეფე ფრედერიკ მეორე თავს დაესხა საქსონიას დაიწყო შვიდ წლიანი ომი.

1855 წლის 29 აგვისტოს, პირველი სატელეგრაფო შეხვედრა  ოსმალეთის იმპერიაში, ყირიმის ომის დროს გაიმართა. ყირიმიდან სტამბოლში გაგზავნილ ტელეგრამაში იუწყებოდნენ, რომ მოკავშირეთა ჯარისკაცები სევასტოპოლში შედიოდნენ.

1907 წლის 29 აგვისტოს, კანადაში მშენებარე კვებეკის ხიდი ჩამოინგრა, რის შედეგადაც 75 მუშა გარდაიცვალა.

1915 წლის 29 აგვისტოს დაიბადა მსოფლიოში ცნობილი შვედი მსახიობი ინგრიდ ბერგმანი.

1996 წლის 29 აგვისტოს, მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტიდან აფრენილი სამგზავრო თვითმფრინავი არქტიკის კუნძულ სპიტსბერგთან ჩამოვარდა, დაიღუპა 141 ადამიანი.

2005 წლის 29 აგვისტოს, კატრინას ქარიშხალმა სამხრეთ ამერიკას დაარტყა, დაიღუპა 836 ადამიანი.



მსგავსი ინფორმაციები