ურარტუელებს ხელოვნური საღებავები უხმარიათ
მისით აიანისის ციხე-სიმაგრის კედლები მოუხატიათ
ურარტუს მეფე რუსა მეორეს მიერ ვანის ტბის სანაპირო ბორცვზე აშენებულ აიანისის ციხე-სიმაგრეში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების დროს, ანატოლიის რეგიონში ადამიანის მიერ გაკეთებული პირველი ხელოვნური საღებავების ნიმუშები იქნა აღმოჩენილი. 2 ათას 700 წლის წინ აშენებულ ვანის ეს ციხე-სიმაგრე, თავისი დეკორაციებით, აგურის კედლების წყობით, ქვის ჩუქურთმებით და სხვა პარამეტრებით ურარტუს სამეფოს ერთ-ერთ შესანიშნავ ნაგებობას წარმოადგენს. 30 წლის განმავლობაში აქ მიმდინარე გათხრების დროს, მრავალი ისტორიული, კულტურული და არქეოლოგიური ნიმუშები აღმოაჩინეს, ხოლო ციხე სიმაგრის იმ ნაწილში, სადაც რელიგიური ცერემონიები ტარდებოდა, 2700 წლის წინ გამოყენებული ხელოვნური საღებავების კვალიც იპოვეს, რომლის ანალიზმა აჩვენა, რომ ეს იყო პირველი სინთეზური საღებავი, რომელიც ადამიანმა ანატოლიაში ხელით დაამზადა
მსგავსი ინფორმაციები
თურქეთის ავიახაზები ტრანზიტულ მგზავრებს სტამბოლში უფასო ტურს სთავაზობს
თურქეთის ავიახაზები ტრანზიტულ მგზავრებს სტამბოლში უფასო ტურს სთავაზობს