პაკისტანი რეჯეფ თაიფ ერდოღანს მადლობას უხდის

პაკისტანი რეჯეფ თაიფ ერდოღანს მადლობას უხდის

1259415
პაკისტანი რეჯეფ თაიფ ერდოღანს მადლობას უხდის

პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრმა შაჰ მაჰმუდ ქურეიშიმ, ინდოეთის ჯამუ და ქაშმირის განსაკუთრებული სტატუსის გაუქმებასთან დაკავშირებით წარმოქმნილი კრიზისის გამო პაკისტანისადმი თანადგომისათვის თურქეთის პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანს მადლობა გადაუხადა. პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტროდან გავრცელებული ინფორმაციით, ქურეიშიმ თავის თურქ კოლეგა მევლუთ ჩავუშოღლუს ტელეფონით ესაუბრა. მათივე განცხადებით, სატელეფონო საუბრის დროს ჯამუ და ქაშმირში ჰუმანიტარული კრიზისი და ბოლო დროს განვითარებული მოვლენები იქნა განხილული. ქურეიშიმ, ჩავუშოღლუსთან სატელეფონო საუბრის დროს პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს ჯამუ და ქაშმირში მიმდინარე მოვლენების გამო პაკისტანისადმი თანადგომისათვის მადლობა გადაუხადა. სატელეფონო საუბრის დროს თურქმა დიპლომატმა საკითხთან დაკავშირებით ანკარის პოზიცია კიდევ ერთხელ დააფიქსირა და აღნიშნა, რომ მოვლენებს ახლოდან აკვირდებიან. მინისტრებმა სატელეფონო საუბრის დროს  გაეროს უშიშროების საბჭოზე პირისპირ შეხვედრაზეც შეთანხმდნენ.  შეგახსენებთ, რომ ინდოეთის მთავრობამ 5 აგვისტოს  გააუქმა  კონსტიტუციის 370-ე მუხლი, რომლითაც ჯამუ და ქაშმირის  რეგიონს განსაკუთრებული სტატუსი ჰქონდა მინიჭებული. 



მსგავსი ინფორმაციები