ლინდსეი ლოჰანი თურქულ ენას სწავლობს
ლინდსეი ლოჰანი თურქულ ენას სწავლობს
1241434

ცნობილმა ამერიკელმა მსახიობმა ლინდსი ლოჰანმა ერთ-ერთ პანელზე მონაწილეობის დროს განაცხადა რომ თურქულ ენას სწავლობს. 33 წლის მსახიობმა პანელზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „ბავშვობიდან მოყოლებული სხვადასხვა ენებს ვსწავლობ. უკეთესად ვიცი ინგლისური და ფრანგული. რუსულ ენაზე საუბარი გამეგება. ამჟამად კი თურქულს, იტალიურს და არაბულ ენებს ვსწავლობ.“ ამერიკელი მსახიობი 2017 წელს სირიელი მიგრანტების მოსანახულებლად თურქეთში იმყოფებოდა რა დროსაც, გაერო გააკრიტიკა და პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის ცნობილი გამონათქვამი „მსოფლიო ხუთზე დიდია“, გამოიყენა.