ალექსანდრიაში რომაული პერიოდის ანტიკური ქალაქის ნანგრევები აღმოაჩინეს

ეგვიპტის ქალაქ ალექსანდრიაში რომაული პერიოდის ანტიკური ქალაქის ნანგრევები აღმოაჩინეს

1239071
ალექსანდრიაში რომაული პერიოდის ანტიკური ქალაქის ნანგრევები აღმოაჩინეს

ეგვიპტის ქალაქ ალექსანდრიაში რომაული პერიოდის ანტიკური ქალაქის ნანგრევები აღმოაჩინეს.

ეგვიპტის ისტორიული ძეგლების დაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ეიმენ აშმავიმ წერილობით განცხადებაში აღნიშნა, რომ ეგვიპტელი და პოლონელი არქეოლოგების ალექსანდრიაში ჩატარებული ერთობლივი სამუშაოების შედეგად რომაული პერიოდის ანტიკური ქალაქის ნანგრევები აღმოაჩინეს.   

აშმავის თქმით, ქალაქი ჩვენი წელთ აღრიცხვის მე-4 და მე-6 საუკუნეებს ეკუთვნის და აღმოჩენილია პატარა თეატრის, საიმპერატორო აბანოს და სავარაუდოდ, უნივერსიტეტის 22 ოთახის ნანგრევები.

რომაელები ეგვიპტეში გაბატონებულები იყვნენ ჩვენს წელთ აღრიცხვამდე 30, ჩვენი წელთ აღრიცხვის 641 წლებში. ისტორიკოსები იმ პერიოდის ეგვიპტეს „რომისა და ბიზანტიის ეგვიპტეს“ უწოდებენ.



მსგავსი ინფორმაციები