რა წერია 50 წლის წინ დაწერილ და ბოთლში მოთავსებული წერილში?

წერილი   ავსტრალიის სანაპიროზე იპოვეს

1237198
რა წერია 50 წლის წინ დაწერილ და ბოთლში მოთავსებული წერილში?

ავსტრალიის სამხრეთ სანაპიროზე, თევზაობის დროს მამა-შვილმა 50 წლის წინ დაწერილი წერილი იპოვეს, რომელიც ბოთლში იყო მოთავსებული. მეთევზე,  პაულ ელიოტმა  ადგილობრივ მედიასაშუალება ABC-სთან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ ბოთლში მოთავსებული წერილი,  ეირის ნახევარკუნძულის დასავლეთ ნაწილში შვილთან ერთად თევზაობის დროს იპოვეს. წერილის ავტორი 13 წლის ინგლისელი პოლ გიბსონია, რომელიც იმ დროს  გემით მოგზაურობდა ინგლისიდან მელბურნის მიმართულებით. წერილი რომელიც 50 წლის წინ არის დაწერილი, მასში აღნიშნულია: „ავსტრალიის სამხრეთიდან დასავლეთის მიმართულებით გემით ვმოგზაურობ, გთხოვ მიპასუხე.“ თუ წერილში მითითებული თარიღები სწორია, მაშინ ახლა პოლ გიბსონი 63 წლის უნდა იყოს.  აღნიშნული წერილის მნახველი მამა-შვილი კი მის ავტორს ეძებენ და მისი გაცნობა სურთ.



მსგავსი ინფორმაციები