თურქული სამზარეულო 29/2019

„ელბასან თავა“

1236473
თურქული სამზარეულო 29/2019

თურქული სამზარეულო 29/2019

„ელბასან თავა“ 

ანატოლიას უზარმაზარი ისტორიული და კულტურული სიმდიდრე აქვს. ამ სიმდიდრემ, რა თქმა უნდა, საკმაო გავლენა მოახდინა თურქულ სამზარეულოზეც. ამის გამოა, რომ ჩრდილოეთიდან სამხრეთამდე, აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე განსხვავებული მასალების გამოყენებით სრულიად განსხვავებულ კერძებს ვხვდებით. სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში არაბული კულტურის გავლენით უფრო სანელებლიან, ტომატის პასტიან კერძებს ამზადებენ. დასავლეთში ბალკანეთის და ხმელთაშუა ზღვის სამზარეულოების გავლენის ნახვაა შესაძლებელი. დღეს შემოგთავაზებთ ისტორიული კერძის „ელბასან თავას“ რეცეპტს, რომლის ფესვებიც ბალკანეთამდე, ალბანეთამდე მიდის და მისი კვალის ნახვა ოსმალურ სამზარეულოშიც არის შესაძლებელი.

„ელბასან თავა“-ს მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

4 სუფრის კოვზი კარაქი

2 სუფრის კოვზი ზეთი

1 კგ. ძვლიანი ბატკნის ხორცი

10 ცალი ხახვი შალოტი

½ ტკბილის კოვზი მარილი

2 წყლის ჭიქა მაწონი

2 ცალი კვერცხის გული

¾ წყლის ჭიქა ფქვილი

1 ტკბილის კოვზი წითელი წიწაკა

½ ტკბილის კოვზი შავი პილპილი

½ წყლის ჭიქა წყალი

ახლა კი გადავიდეთ მომზადების წესზე.

კარაქი და ზეთი ქვაბში გააცხელეთ, ხორცი ჩაამატეთ და მაღალ ცეცხლზე ორივე მხარეზე რამდენიმე წუთი შეწვით. ჩაამატეთ ხახვი შალოტი, 2-3 წუთის შემდეგ დაასხით ცხელი წყალი ისე რომ ხორცი დაფაროს და ჩააყარეთ მარილი.  ხორცი დაბალ ცეცხლზე დარბილებამდე დაახლოებით 1 საათი ხარშეთ. ამავდროულად მაწონი, კვერცხის გულები, ფქვილი და წყალი თასში ერთმანეთში კარგად აურიეთ. მას შემდეგ რაც ხორცი მოიხარშება, მას ძვლები მოაცალეთ და ხახვ შალოტთან ერთად ღუმელის სინზე გადაიტანეთ.  მოაყარეთ შავი პილპილი და წითელი წიწაკა, ფქვილის და მაწვნის ნაზავი ხორცზე მოასხით და 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში ზემოდან დაწითლებამდე, დაახლოებით 25 წუთი გამოაცხვეთ. „ელბესან თავა“ უკვე მზად არის. შეგერგოთ!

 



მსგავსი ინფორმაციები