TRT World-ის მიერ FETÖ-ს შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის პრემიერა სტამბულში შედგა

TRT World-ის მიერ FETÖ-ს შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის პრემიერა სტამბულში შედგა

1235939
TRT World-ის მიერ FETÖ-ს შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის პრემიერა სტამბულში შედგა
the network istanbul2.jpg
the network istanbul1.jpg

პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ დაწყებულიო პროექტის ფარგლებში, თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობა,   TRT World-ის მიერ ფეტულაჰის ტერორისტული ორგანიზაცია, FETÖ-ს შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის „The Network“-ის პრემიერა სტამბულში შედგა. პრემიერას ესწრებოდა თვით TRT-ს გენერალური დირექტორი იბრაჰიმ ერენიც, რომელმაც 2016 წლის 15 ივლისი მოვლენების შესახებ გაკეთებულ განცხადებაში  აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი ხალხის ნებაზე ანუ,  დემოკრატიულ ღირებულებებზე  და დემოკრატიული გზით არჩეული მთავრობის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი გახლდათ. „15 ივლისის 16 ივლისზე დამაკავშირებელ ყველაზე  გრძელ ღამეს, FETÖ-ს მხრიდან განხორციელებული გადატრიალების მცდელობას ჩვენმა მოსახლეობამ განურჩევლად ახალგაზრდების და მოხუცების, ქალისა და კაცის მამაცურად აღუდგა  წინ. 15 ივლისის მოვლენები ჩვენი დემოკრატიისათვის გარდამტეხი პერიოდია. გადატრიალების მცდელობის ღამეს ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ჩვენი დაწესებულება ანუ,  TRT გახლდათ, ამიტომ 15 ივლისი  არ დაგვვიწყებია და არც დავივივიწყებთ. რაც შეეხება დოკუმენტური ფილმის „The Network“-ის მთავარი მიზანი,  ფეტულაჰის ტერორისტული ორგანიზაცია, FETÖ-ს ნამდვილი სახის მთელი მსოფლიოსთვის გაცნობა გახლავთ. ამ თვალსაზრისით რუსეთში, იაპონიაში და მსოფლიოს მრავალ ქვეყნებში ხსენებული დოკუმენტური ფილმის ჩვენებები მოეწყობა რა, დოკუმენტური ფილმი თურქულის გარდა    ინგლისურ, არაბულ, ალბანურ, გერმანულ, ბოსნიურ, ფრანგულ, ესპანურ და რუსულ ენებზეც იქნა გახმოვანებული“, განაცხადა იბრაჰიმ ერენმა.



მსგავსი ინფორმაციები