სტალონეს ახალი ფილმი ეკრანებზე 12 ივლისს გამოვა

მას “გაქცევის გეგმა“ ჰქვია

1233533
სტალონეს ახალი ფილმი ეკრანებზე 12 ივლისს გამოვა

 

“გაქცევის გეგმა“, ასე ჰქვია ამერიკელი კინომსახიობის, ჰოლივუდის კინოვარსკვლავ სილვესტერ სტალონეს ბოლო ფილმს, რომელიც ეკრანებზე 12 ივლისს გამოვა და რომელშიც იგი მთავარი გმირის, ბრესლინის როლს თამაშობს. “როკის", “რამბოს", "ჯოჯოხეთის ანგელოზების" და სხვა სერიული ფილმების მთავარი როლის შემსრულებელი 73 წლის სტალონე, ამჯერად  ფილმ “გაქცევის გეგმა“-ში ასრულებს მთავარ როლს და მისი პარტნიორები ამ ფილმში არიან დავე ბატისტა, ჟინ ზანგი, ლიდია ჰალი და სხვები. "ახლა არის შურისძიების დრო", ასეთი შინაარსის მძაფრ სიუჟეტიანია ეს ფილმი, რომელშიც სტალონეს ორთაბრძოლების სცენები რეალურია და არა დადგმული. ფილმის სცენარისტი და რეჟისორები არიან  ჯონ ჰერცფელდი და მაილს ჩაპმანი. ეს ფილმი ფოკუსირებულია ბრესლინისა და მისი გუნდის ისტორიაზე, რომლებიც სასიკვდილოდ უპირისპირდებიან მაფიას, რათა, დათქმული ვადის დასრულებამდის უეჭველ სიკვდილს გადაარჩინონ მძევლები



მსგავსი ინფორმაციები