აბდულაჰ ერენი სკოპიეში იმყოფება

აბდულაჰ ერენი სკოპიეში იმყოფება

1227520
აბდულაჰ ერენი სკოპიეში იმყოფება
abdullah eren

საზღვარგარეთ მცხოვრები თურქებისა და მონათესავე ხალხების სამმართველო-ს (YTB)  თავმჯდომარე აბდულაჰ ერენმა განაცხადა, რომ  თურქეთმა ბალკანეთის ქვეყნებში ბოლო წლებში 150 მილიონი დოლარამდის ქველმოქმედება განახორციელა. აბდულაჰ ერენი, ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში,  საზღვარგარეთ მცხოვრები თურქებისა და მონათესავე ხალხების სამმართველო“-ს (YTB)   მხრიდან, რომელშიც  8  ბალკანეთის ქვეყნების წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას,  ბალკანეთის ახალგაზრდული სკოლის შეფასებისა და დახურვის პროგრამას დაესწრო. პროგრამას ასევე ესწრებოდა თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის თავჯდომარე მუსტაფა შენთოფი და სხვა მაღალჩინოსნები. აქ, სიტყვით გამოსულმა შენთოფმა მსგავსი პროგრამების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და დასძინა, რომ რეგიონის დაახლოების თვალსაზრისით ამდაგვარი პროგრამები ხშირად უნდა გაიმართოს. YTB-ს  თავმჯდომარემ აბდულაჰ ერენმა კი მათ მიერ ბალკანეთის ქვეყნების ახალგაზრდებისთვის უკვე წლებია გაწეული დახმარებების და ღონისძიებების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ როგორც საგანმანათლებლო ასევე სხვადასხვა კულტურული და საქველმოქმედო ღონისძიებების ფარგლებში 2015 წლიდან მოყოლებული რეგიონის ქვეყნებში 150 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ქველმოქმედება განახორციელეს. მისივე თქმით, მსგავს ღონისძიებებში თურქეთიდან,  თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობის და განვითარების სააგენტო (TİKA), იუნუს ემრეს ინსტიტუტი და სხვა ორგანიზაციებიც იღებენ მონაწილეობას.


საკვანძო სიტყვები: #სკოპიე , #აბდულა ერენი , #YTB

მსგავსი ინფორმაციები