მოდიმ იოგას ვარჯიშში მიიღო მონაწილეობა

21 ივნისი იოგას საერთაშორისო დღეა

1222708
მოდიმ იოგას ვარჯიშში მიიღო მონაწილეობა

 

ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ, ჯარხანდის პროვინციაში 40 ათას კაცთან ერთად იოგა გამართა. Press Trust of India-ს ინფორმაციით, ჯარხანდის მე-5 საერთაშორისო იოგას დღესთან დაკავშირებით ქვეყნის პრემიერმინისტრი ხსენებული პროვინციის ადმინისტრაციულ ცენტრ რანჩიში ჩავიდა და დილით ადრე იოგას ენთუზიასტებს შეხვდა. იოგა პრაბატ ტარას ტერიტორიაზე შესდგა და პრემიერთან ერთად მასში მონაწილეობა მიიღო 40 000 ადამიანმა. მოდის განცხადებით, იოგა, უპირველეს ყოვლისა, ჯანმრთელობის პროფილაქტიკურ ღონისძიებას წარმოადგენს და ამიტომ იგი ქვეყნის მთელი მასშტაბით უნდა გავრცელდეს. ინდოეთის პრემიერის მოწოდების საფუძველზე, გაერომ, 2014 წელს 21 ივნისი, იოგას საერთაშორისო დღედ გამოაცხადა და მას შემდეგ ეს დღე ინდოეთში მასშტაბურად აღინიშნება



მსგავსი ინფორმაციები