თურქეთში, ლურჯ დროშიანი პლაჟების რაოდენობა იზრდება
ამ მხრივ თურქეთი მსოფლიოში მესამე ადგილზეა

თურქეთში ყოველწლიურად იზრდება ლურჯ დროშიანი პლაჟების რაოდენობა და ამ მხრივ ესპანეთისა და საბერძნეთის შემდეგ მსოფლიოში მესამე ადგილზეა. როგორც განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრმა მეჰმეთ ნური ერსოიმ, ტურიზმის სფეროში 2023 წლისათვის, ე.ი. თურქეთის რესპუბლიკის შექმნის მე-100 წლისთავისათვის ძალიან დიდ მიზნებს გეგმავენ: "ჩვენ მარტო უცხოელი ტურისტების რაოდენობის გაზრდისთვის არ ვიღვწით. ჩვენ ასევე მსოფლიოში მესამე ვართ როგორც ლურჯი დროშების მფლობელი 463 პლიაჟით, ასევე საიახტო ნავსადგურებითაც და ზღვა, მზე და ქვიშასთან ერთად ტურიზმის დივერსიფიკაციასაც ვახდენთ, ", განაცხადა მინისტრმა და იმედი გამოთქვა, რომ დადგება ის დრო, როცა თურქეთი მსოფლიოს პირველი ტურისტული ქვეყანა გახდება. თურქეთში ყველაზე მეტი ლურჯი დროშის პლაჟებით ანტალია გამოირჩევა და მას 202 ლურჯი დროშის პლაჟი გააჩნია. საერთაშორისო გარემოსდაცვითი ფონდი, (EFF) ყოველწლიურად ლურჯი დროშით აჯილდოებს იმ ქვეყნების პლაჟებს, რომლებიც სისუფთავით, გარემოს და ბუნების დაცვითი კრიტერიუმებით, მაღალი მომსახურებით და სხვა პარამეტრებით, საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებენ
მსგავსი ინფორმაციები

ესპანეთის გოიას დარბაზში პალესტინისთვის მხარდამჭერი გზავნილები გამოჩნდა
ესპანეთის გოიას დარბაზში პალესტინისთვის მხარდამჭერი გზავნილები გამოჩნდა