ტურიზმი თურქეთში 24

ცენტრალური ანატოლიის ქალაქი კონია

1215261
ტურიზმი თურქეთში 24

 

პატ. რ-ბო! ამ ციკლურ პროგრამაში ვაგრძელებთ თქვენთვის თურქეთის ყველაზე გამორჩეული ტურისტული ადგილების გაცნობას და დღეს, ცენტრალური ანატოლიის ქალაქი კონიას  გაგაცნობთ, რომლის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი თვისება ის არის, რომ ერთ დროს იგი, ანატოლიაში შექმნილი პირველი თურქული სახელმწიფოს, სელჩუკთა იმპერიის  დედაქალაქიც იყო

კონია, ანადოლუს ცენტრალურ რეგიონში მდებარეობს. 1071 წლის მალაზგირთის ომის შემდეგ, ანადოლიაში მასობრივად შესული თურქები, კონიას ცენტრს დაფუძნებულ  სელჯუკების სახელმწიფოს შექმნიან, რომელსაც მომდევნო საუკუნეებში ოსმანეთის საიმპერატორო შეცვლის. კონია მდებარეობს ცენტრალური ანადოლიის გრანდიოზულ ტერიტორიაზე გადაჭიმულ, სტეპების ცენტრში.  ერთი მხრით ესაზღვრება ანადოლიის ყველაზე დიდი ტბებიდან, მარილის ტბა, მეორე მხრიდან კი, თოროსის მთები. ზოგიერთი წყაროებით აქ პირველი დასახლება ჯერ კიდევ ჩ.წ.-მდე 9 ათასი წლის წინ ყოფილა, რასაც ადასტურებს უძველესი დასახლება ჩათალჰოიქის ნასახლარი

ისტორიის სხვადასხვა პერიოდებში ამ ადგილებში ბატონობდნენ ხეთები, ფრიგიელები, ლიდიელები, სპარსელები, მაკედონიელები, შემდეგ კი რეგიონი რიგრიგობით რომი, ბიზანტიის, სელჯუკების და ბოლოს ოსმანების მმართველობაში იმყოფებოდა

სელჩუკთა დედაქალაქად გადაქცევის შემდეგ, კონია დაიწყებს სწრაფად განვითარებას და  აქ გაშენდება ერთმანეთზე ლამაზი ისტორიული ნაგებობები, მეჩეთები, მედრესეები, ხიდები, აბანოები, ხოლო  სავაჭრო გზებზე გაშენებული ქერვანსარაები კი, ხელს შეუწყობს ისტორიული სავაჭრო გზით, საქონლის ევროპაში უსაფრთხოდ გადაზიდვას. აქაური მეჩეთები ისლამური კულტურის ცენტრებიც გახდებიან, რამეთუ მათში მოღვაწეობდნენ ცნობილი ისლამური მეცნიერები

აქაურ მედრესეებში უფასო იყო მკურნალობა და მოვლა.  ეგ კი არადა, ავადმყოფის ოთახში, სადაც იწვა და მკურნალობდა, ქოთანში დებდნენ ოქროს და ნებართვა ეძლეოდათ ავადმყოფებს, გაწერის შემდეგ, საჭიროების მიხედვით აეღოთ და მოეხმარათ ოქრო. ოსმანი სულთნების  ფონდებით დაფინანსებული მედრესეები ხელს უწყობდნენ არა მხოლოდ ადამიანთა ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარებას, არამედ მათი სოციალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებასაც

სწორედ ამავე ქალაქშია მე-13 საუკუნის დიდი თურქი პოეტის, მეცნიერის, თეოლოგისა და მისტიკოსის მევლანას, იგივე ჯელალეტტინ რუმის აკლდამა

ყოველი წლის 17 დეკემბერს აღინიშნება მევლანას გარდაცვალების წლისთავი Şeb-i Aruz-ი. ღონისძიებას უერთდებიან მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოსული მისი თაყვანისმცემლები.  მევლანას ფილოსოფიით, სიკვდილი არის ღმერთთან შეხვედრის დღე, რომელიც დამწუხრებას კი არა ზეიმს საჭიროებს და მისი მთავარი სლოგანი ცხოვრებაში იყო, “kim olursan ol yine gel”, არა აქვს მნიშვნელობა, ვინც არ უნდა იყო, ისევ მოდი“, ე.ი. უმღეროდა ყველა ერის და რწმენის ძმობა-მეგობრობას

კონია როგორც გითხარით ასობით მეჩეთითაა ცნობილი, თუმცა, აქვე მდებარეობს ასევე ერთ-ერთი პირველი, წმინდა ელენეს ეკლესია ანატოლიაში, რომელიც აშენდა ჩ.წ.-ის 300-იან წლებში.

კონიის ბუნებრივ სილამაზეებს შორის კი ევროპის უმსხვილესი ტროპიკული პეპლის ხეობა გამოირჩევა, სადაც ათეულობით პეპლისა და ტროპიკული მცენარეულის სახეობა არსებობს

აი ამ ყველაფრით კონია ყოველწლიურად 3 მილიონამდე ადგილობრივ და უცხოელ ტურისტს მასპინძლობს და მათი რაოდენობა წლითიწლობით იზრდება



მსგავსი ინფორმაციები