თბილისში წიგნის XXI საერთაშორისო ფესტივალი გაიმართა

მომავალ წელს გასამართ ფესტივალზე თურქეთი ფოკუს ქვეყნა  სტატუსით მიიღებს მონაწილეობას

1213050
თბილისში წიგნის XXI საერთაშორისო ფესტივალი გაიმართა

საქართველოს განათლების სამინისტროსა და თბილისი მერიის ეგიდით ყოველწლიურად გამართული  წიგნის საერთაშორის  ფესტივალი,  მიმდინარე წელს,  ოცდამეერთეჯერ გაიმართა. ფესტივალი   30 მაისს დაიწყო  და გუშინ დასრულდა. ტრადიციულად, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალს ყოველწლიურად ჰყავს ფოკუს (საპატიო) ქვეყანა. მიდინარე წელს ფოკუს ქვეყან გახლდათ ფინეთი და ამის ფარგლებში ფესტივალზე სპეციალური სტუმრებიც   ფინელი მწერლები გახლდათ. უკვე ცნობილია, რომ  2020 წლის, თბილისის წიგნის XXII საერთაშორისო ფესტივალის ფოკუს ქვეყანა თურქეთი იქნება. ეს  სტატუსი თურქეთმა გუშინ, წლევანდელი ფესტივალის დასკვნით დღეს, ფინეთისგან საზეიმოდ ჩაიბარა. თურქეთს, როგორც ფოკუს ქვეყანას 2020 წელს,  თურქეთის ეროვნული წიგნის კომიტეტი წარადგენს. გამოფენა, რომელიც ექსპო ჯორჯიას საგამოფენო  ცენტრში იმართება,  დასკვნით დღეს საქართველოში თურქეთის ელჩის, ფატმა ჯერენ იაზგანი,  თურქეთის ეროვნული წიგნის კომიტეტის თავჯდომარე ემრაჰ ქისაქურექი და სხვა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.



მსგავსი ინფორმაციები