იენიქაფიში ათასობით ადამიანმა თარავი ნამაზი შეასრულა
იენიქაფიში ათასობით ადამიანმა თარავი ნამაზი შეასრულა
1212612
თურქეთის რელიგიური საქმეთა სამმართველოს ორგანიზებით სტამბოლში იენიქაფის მოედანზე ღია ცის ქვეშ ასი ათასობით მუსლიმმა თარავი ნამაზი ერთდროულად შეასრულა. თარავის ლოცვას დაესწრო პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, რელიგიური საქმეთა სამმართველოს უფროსი, ალი ერბაში და სხვა მთავრობის მაღალჩინოსნები. აღნიშნული თარავი ნამაზის ლოცვა სტამბოლის აღების 566-ე წლისთავს მიეძღვნა. ლოცვის დასრულების შემდეგ ალი ერბაშმა საერთო ვედრება აღავლინა. პრეზიდენტმა ერდოღანმა კი ლოცვის რიტუალების დასრულების შემდეგ მოქალაქეებს გაესაუბრა და მოახლოებული რამაზნის ბაირამი მიულოცა.