“წითელი ტიტა“ ხვალ დასრულდება
მთავარი ჯილდოები თურქ რეჟისორს ერგო
წელს ჰოლანდიაში მე-7 ყოველწლიური წითელი ტიტას კინოფესტივალზე (RTFF), თურქი რეჟისორის მაჰმუტ ფაზილ ჯოშკუნის ფილმმა სახელწოდებით "ანონსმა", ყველაზე საუკეთესო ფილმის ჯილდო მიიღო და ამასთან ერთად მასვე ფულადი ჯილდოც გადაეცა. ყველაზე საუკეთესო რეჟისორის ჯილდოც ხსენებული ფილმისათვის ისევ ჯოშკუნს გადაეცა. ტრადიციული “წითელი ტიტას“ კინოფესტივალის წლევანდელი სპონსორი ჰოლანდიაში მოქმედი იუნუს ემრეს სახელობის ფონდია და ამ კინოფესტივალის ფარგლებში 9 თურქული მხატვრული ფილმი იქნა ნაჩვენები ამსტერდამში, როტერდამში და დელფტში. ჰოლანდიის კინოფესტივალი “წითელი ტიტა“ 29 მაისს დაიწყო და ხვალ, 2 ივნისს დასრულდება
მსგავსი ინფორმაციები
თურქულ დოკუმენტური ფილმების ფესტივალზე ცხრა ქვეყნიდან 300 განაცხადი შევიდა
თურქულ დოკუმენტური ფილმების ფესტივალზე ცხრა ქვეყნიდან 300 განაცხადი შევიდა
პრეზიდენტმა ერდოღანმა სივასის კონგრესის 105 წლის იუბილეზე განცხადება გაავრცელა
პრეზიდენტმა ერდოღანმა სივასის კონგრესის 105 წლის იუბილეზე განცხადება გაავრცელა